ისეთი გრძნობა -რაღაცას რომ კარგავ, მაგრამ იცი რომ მანამდეც უნდა დაგეკარგა.
ეს ისეთი გრძნობაა ნივთი რომ დაძველდება და გადაგდების მეტი არაფერი რომ არ დაგრჩენია ,არადა გენანება ,მაგრამ ნივთი დაძველდა აღარ არის გამოსადეგი მარტო შენი სიყვარული ვერ გაახლებს მას.შენ კიდევ არ აგდებ და ინახავ , მაგრამ ადგილი აღარ გყოფნის ბოლოს კი იძულებული ხარ (განა გინდა? ) გადააგდო. ასეთი გრძნობა მაქვს ეხლა ... ოღონდ მე კიდევ ვინახავ ’’ნივთებს’’ არადა ვიცი რომ არაფერში არ მჭირდება , ჩემს სიყვარულსაც მობეზრდა უყვარდეს... ჰოდა ასე ვკარგავთ ადამიანებსაც .. ისინიც იცვითებიან .. ან თვითონვე გაიძულებენ გვერდით გადადო , თაროზე შემოაწყო და იდოს დაიმტვეროს , მტვრის ფასიც რომ არა აქვთ შენს თვალში რატომ უნდა ინახავდე ან გიყვარდეს .. მაგრამ სიყვარულია ყველაფერი გაძლებინებს , წყენას გაყლაპინებს და გაიმედებს.. არ ვიცი .. ვწერ ამას და ცრემლი მომდის .. განა ვინმე ღირსია რომ მისთვის იტირო .. უბრალოდ ის აბზაცია ცხოვრებიდან ადამიანები რომ საშლელით უნდა წაშალო არადა არ გაქვს სურვილი ,მაგრამ საჭიროა . წარსულიდან მომავლამდე აბზაცში წერილიც უნდა დასვა. მერამდენედ უნდა მეტკინოს , მეწყინოს .. არადა ადამიანები ვერ ხვდებიან რამდენ ტკივილს აყენებენ ერთმანეთს .. მე ახლა მტკივა , მაგრამ მე ხომ მე ვარ .. სად წავა გადამივლის ესეც, კიდევ ვაპატიებ და კიდევ გამიკეთებს იგივეს.. გამიკეთოს რა ვქნა?! მე არ მინდა მას ვგავდე , მე მე ვიქნები და მე მეყვარება , მაინც მეგობარია ბავშვობის , მერე რა თუ ახლა ჩემი ნაწილი აღარ არის, ხომ იყო.
ჰეჰ... მეც ზუსტად ასე საშინლად ვარ ახლა..
ReplyDeleteსაერთოდ, ამ ადამიანების დედაც.