ფსიქიკა ანუ შინაგანი სამყარო

 შენ შეგიძლია შეცვალო მსოფლიო ? 

შენ შეგიძლია იყო წარმატებული
შენ შეგიძლია იყო პოპულარულიც
შენ შეგიძლია გააკეთო ის რაც გეგონა რომ არ შეგეძლო 
შენ შეგიძია აღმოფხვრა შენში ცუდი
შენ შეგიძლია გახდე უკეთესი ვიდრე ხარ
შენ შეგიძილია ისწავლო და ასწავლო სხვებს
შენ შეგიძია დაეხმარო ადამიანებს
შენ გაქვს შანსი გახდე ღირსეული ადამიანი 



 ამისთვის :
შენ უნდა იშრომო
შენ უნდა გამოიმუშავო ნებისყოფა
შენ უნდა იყო ამტანი და გამტანიც
შენ უნდა იყო გულისხმიერი და გულუხვი
შენ უნდა იყო სამართლიანი და არა აგრესიული
შენ უნდა იყო მოტივირებული და მიზანსწრაფული
შენ უნდა გიყვარდეს ყველაფერი რასაც აკეთებ 
შენ უნდა ჩადო სიყვარული შენს საქმეში 
შენ უნდა შეცვალო ცნობიერება 
შენ უნდა გახდე ადამიანი და არა არაადამიანი
შენ უნდა გახდე ღირსეული პიროვნება
თუ შენ იქნები : ამტანი და გამტანი , მიზანწრაფული და მოტივირებული, მშრომელი და ორიენტირებული , ჭკვიანი და გულუხვი , ნასწავლი და თან ასწავლი , მოსიყვარულე და მზრუნველი 
დამიჯერე შენ შეცვლი მსოფლიოს შენს ირგვლივ ! 



 სიყვარული ატრიალებს დედამიწას


 ,,სიყვარული არის თავად ღმერთი''  ამ სიტყვებს ბიბლიაში ვკითხულობთ. ყველაფერი სიყვარულით არის გაჟღენთილი , ეს გრძნობა რომ არ არსებობდეს წარმოიდგინეთ რა იქნებოდა? -არც არაფერი. სიყვარული მრავალნაირია , მრავალწახნაგოვანი .როცა გიყვარს შენთვის სამყარო იცვლება, იცვლება ყოველდღიურობა და ფერადდება, ეს გრძნობა ყველამ უნდა განიცადოს , მაშინ სამყარო უფრო ფერადოვანი იქნება.  
    
  ვიკიპედიაში სიყვარულს ასე განმარტავენ: ,,სიყვარული - ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი ("ღმერთი სიყვარულია") და ყოველი ღვთიური კანონის არსია ("ოქროს წესი"). 


  სიყვარული ყველგან და ყველაფერშია , ის ატრიალებს მართლაც დედამიწას. ყოვლის მომცველია . 
   
 ვნახოთ რას ფიქრობდნენ ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები სიყვარულზე
 ერიხ ფრომი 
ე. ფრომი სიყვარულს ხელოვნებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ადამიანი სიყვარულს, ჯერ თეორიის დაუფლებით, ხოლო შემდეგ პრაქტიკის ათვისებით სწავლობს. ფრომი გამოყოფს სიყვარულის ფორმებს: მეგობრული სიყვარული, რომელიც ყველანაირი სიყვარულის საფუძველია, დედობრივი სიყვარული, სიყვარული უმწეოთა მიმართ, ეროტიკული სიყვარული, საკუთარი თავის სიყვარული, ღმერთის სიყვარული. მისი აზრით დღევანდელ საზოგადოებაში გავრცელებულია პათოლოგიური სიყვარული - ფსევდოსიყვარული. ფსევდოსიყვარულის ორი ფორმა არსებობს: სიყვარული, როგორს ორმხრივი სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება და სიყვარული, როგორც შეთანხმებული ქმედება, რომელიც მარტოობისგან თავის დაღწევის მიზნით არის მოტივირებული.
ზიგმუნდ  ფროიდი  
ზ. ფროიდი სიყვარულს განიხილავს, როგორც პირობას, რომელშიც დომინანტური როლი მამაკაცს ენიჭება. მამაკაცი სიყვარულისთვის ირჩევს შესაბამის ობიექტს შემდეგი ნიშნების გათვალისწინებით: 1. პირობა, როცა ქალი ვიღაცისგან დაზარალებულია. 2. მეძავის სიყვარული. 3. ლტოლვა ქალისადმი, რომელსაც აქვს მეძავის ნიშნები. 4. შეყვარებულის გადარჩენის ტენდენცია. კაცი არ ტოვებს ქალს, რადგან დარწმუნებულია, რომ ის ქალს სჭირდება. ფროიდი გამოყოფს სიყვარულს, როცა ლიბიდო სხვისკენ არის მიმართული და თავის სიყვარულს, როცა ლიბიდო საკუთარი თავისკენაა მიმართული. მას ფროიდი ნარცისიზმს უწოდებს.
ს. სტენბერგი 


ს. სტენბერგი გამოყოფს სიყვარულის სამფაქტორიან მოდელს, რომელიც ვნების (სექსუალური მოტივი და სექსუალური აღძვრა, რომელიც ასოცირებულია გაწყვილებით ურთიერთობასთან), ინტიმურობია (სიახლოვე, რომელსაც გრძნობენ პარტნიორები) და ვალდებულების (კოგნიტური ელემენტი, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილებას, რომ ვინმეს უყვარს ვიღაც და ავალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა) განსხვავებულლი კომბინაციების საფუძველზე სიყვარულის შვიდ ფორმას გამოყოფს: 1. მოწონწბა - მოიცავს მხოლოდ ინტიმურობას. 2. გატაცება - მოიცავს მხოლოდ ვნებას. 3. ცარიელი სიყვარული - მოიცავს მხოლოდ ვალდებულებას. 4. რომანტიული სიყვარული - მოიცავს ვნებას და ინტიმურობას. 5. მეგობრობა სიყვარული - მოიცავს ინტიმურობას და ვალდებულებას. 6. უაზრო სიყვარული - მოიცავს ვნებას და ვალდებულებას. 7. სრულყოფილი სიყვარული - მოიცავს ვნებას, ვალდებულებას და ინტიმურობას.
დ. ლი, კლაიდ და სუზან ჰენტრიკები

დ. ლი და კლაიდ და სუზან ჰენტრიკები სიყვარულის სამ სტილს გამოყოფენ ანტიკური ფილოსოფიისა და ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე: ეროსი (ლტოლვა), ლუდუსი (თამაში) და სტროგე (მეგობრობა). ამ სტილთა კომბინაციები წარმოქმნიან მეორადი სიყვარულის სტილს. სასიყვარულო სტილები განსხვავდებიან მიღებული სიამოვნების ხარისხით. 


  რაც არ უნდა მოვისმინოთ თუ წავიკითხოთ სიყვარულის შესახებ ამას არსებითად დიდი მნიშვნელობა არ აქვს , მთავარია ეს გრძნობა განიცადო. "რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს" - გერმანული ცხოვრებისეული სიბრძნე . ეს ფრაზა გამახსენდა და მივხვდი რომ სიყვარული ყველა გრძნობაზე უპირატესია. 
  ქალისა და მამაკაცის სიყვარული ეს არის გრძნობა რომელიც ცხოვრებას გილამაზებს , როცა გიყვარდება გრძნობ რომ თავიდან დაიბადე. ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა, შენ კი მის გარშემო ბრუნავ. ის გათბობს და გეალერსება თავისი სხივებით. შენ სამყაროს ცენტრი გგონია საკუთარი თავი. მასზე ფიქრში გათენდება და გაღამდება , გტკივა ის რაც მას ტკივა, მისით არსებობას იწყებ . გენატრება მაშინაც როცა სულ რაღაც 15 წუთის წინ ნახე . მასზე შეგიძლია გაუთავებლივ ილაპარაკო , ზოგჯერ იმხელა გრძნობები გეძალება რომ ფიქრობ გული ამდენს ვეღარ გაუძლებს, შეიძლება გასკდეს , როცა გიყვარს გინდა იყვირო მთელი მსოფლიოს გასაგონად ამის შესახებ, გინდა ყველამ იცოდეს რომ ბედნიერი ხარ. 

ზოგჯერ გებადება კითხვები :,,რატომ მიყვარს?'' რისთვის ? '' მაგრამ ამ კითხვაზე ხშირად პასუხს ვერ პოულობ , მართალიც არის  ვერც ვერასოდეს იპოვი ,უბრალოდ გიყვარს და მორჩა. როცა გიყვარს შეუძლებლად არაფერი მიგაჩნია. დაცულად გრძნობ თავს , გგონია რომ ყველაფერს და ყველას მოერევი . სიყვარული არის სტიმული ცხოვრებაში, მართლაც ყველაფერში გეხმარება .ადამიანებს რომელთაც პირადი ცხოვრებაში გაუმრთლათ ისინი კარიერაშიც წარმატებულნი ხდებიან.
  სიყვარულია ის როცა მასზე გაბრაზებული ხარ , არ ელაპარაკები მაგრამ მასზე მაინც ზრუნავ ,იმიტომ რომ ის შენთვის ყველაფერია

   
 
სიყვარულია როცა მასთან ერთად შეიძლება გაუთვებლად ისეირნო და არ დაღალო , ილაპარაკო გაუთავებლად , ზოგჯერ კი სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარო და გაჩუმდე , სიჩუმე თავისსას თვითონ იტყვის .. სიყვარულია როცა მასთან ერთად სიჩუმეც გიყვარს და მისი გულისცემის ხმა .
  სიყვარულია ისიც როცა მისი სახელის გაგონებაზე შენში პეპლები დაფრინავენ და გაფორიაქევენ .. 

სიყვარულისთვის დაღვრილი თითოეული ცრემლი გიყვარს და ის ტკვილიჩ რაც ზოგჯერ კი არადა უმეტესად სიყვარულს ახლავს თან, უსიყვარულოდ დღეები უფერულდება , შეიძლება ყველაფერი გქონდეს მაგრამ ფიქრობდე რომ ყველაფერი გაკლია ,იმიტომ რომ შენს გვერდით არ გამოჩენილა საყვარელი ადამიანი, რომელიც ყველაფერი იქნებოდა შენთვის.სანამ ის შენი მეორე მე გაკლია , შენი ნაწილი ბედნიერი ვერასოდეს იქნები ,როცა იპოვი შენს მეორე ნაწილს და გამთლიანდები შენში სითბილე დაისადგურებს და ცივ და უფერულ დღეებს გაათბობს .გისურვებთ თქვენც მკითხველო რომ ეს გრძნობა განიცადოთ  : ))
  
ნახეთ ვიდეო ^^

9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ.  
 1
_ უკაცრავად თქვენი სახელი?

_ გოჩა
_ გვარი?

_ ჩიფიკაშვილი

_ რამდენი წლის ხარ გოჩა?

_16 ის

_ შეყვარებული თუ გყავს?

_ შეყვარებული?

_ ხო, რა იყო რატო გეცინება?

_ რავი აბა ...

_ რა ქვია?

_ ვის?

_ შენს შეყვარებულს

_ არ ვიცი

_ როგორ, სახელი არ იცი?

_ არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი, ისიც შორიდან

_ როგორ ფიქრობ რა არის სიყვარული?

_ რავი აბა, მგონი მარადიული მონატრებაა

2

_ მართა პირველი

_ ო, რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!

_ მართლა?

_ ძალიან მომწონს

_ უი, დიდი მადლობა.

_ მართა შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ? ხომ არ გაბრაზდებით?

_ უი. როგორ გეკადრებათ პირიქით მიყვარს ამ თემაზე საუბარი.

_ რახან ასეა გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?

_ არა, მე გათხოვილი ვარ!



3

_ თქვენი სახელი

_ ჩემი?

_ დიახ

_ კოლა, ნიკიფორესაც მეძახიან

_ თქვენ რომელი გირჩევნიათ?

_ მე ნიკო

_ რა გვარი ბრძანდებით?

_ ჩუქურთმიშვილი. ნიკო ჩუქურთმიშვილი

_ ცოლ _ შვილი გყავთ?

_ პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია. წერილს ველოდები. მეორისგან ქალ _ ბიჭნი. უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში. გოგო ჯობია სწავლითა. ბიჭი ყალთაბანდობს. არა უშავს რა კაია ... ბიჭი ეგეთი ჯობია, გამაიჯიკება ყველა საქმეშია. მეც ეგრე არ ვიყავი რო? მესამე ცოლი უშვილო გამომადგა, მაგრამ ვერ გააგდებ და ვერაფერი. ისეთი ძმები ჰყავ კაცის მჭამელები.

_ როგორ გგონიათ რა არის სიყვარული?

_ არ გაგიგონია? შიში შაიქმს სიყვარულსაო. ას პროცენტიანი ეგრეა. რა ვქნა უშვილო გამომადგა მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო კაცის მჭამელები. მიყორს მა რა ვქნა? თავზეით რო ძალა არ არის რას იზამ?

_ შვილების იყვარულზე რას იტყვი?

_ იმათ ენაცვალოთ მამა, აგრე

_ ხომ ნახულობ?

_ არა, ალიმენტ ვუგზავნი



4

_ რომელ კლასში ხარ ლადო?

_ მეოთხეში გადავედი

_ რა ნიშნები გყავს?

_ რავი ...

_ შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო. მართლა?

_ ორებს კი არა ისა ...

_ მაშ, რა ნიშნები გყავს?

_ ხუთები, ოთხები და ალაგალაგ სამები

_ რა გვარი ხარ?

_ წიკლაური

_ შეყვარებული ხომ გყავს?

_ შეყვარებული არა ისა ...

_ მე რომ მითხრეს?

_ არაფერიც

_ შენი კლასელია?

_ ვინა?

_ შენ რომ გიყვარს.

_ არავინაც არ მიყვარს.

_ მე რომ მითხრეს?

_ რა გითხრეს?

_ ლადოს იგ გოგო უყვარს კლასში მის უკან რომ ზისო.

_ უკან კი არა წინ ზის. _ წამოცდა ლადოს და სირცხვილისგან აწიტლებულმა თავი დახარა

5

_ ....................

_ მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე? ეგ ასაკი უკვე გავიარე

_ რა ასაკი?

_ აი, კაცს რომ გონია რომ სიყვარული მართლა არსებობს.

_ თქვენ გინდათ თქვათ რომ ...

_ დიახ, დიახ, ადრეც მეგონა რომ არსებობდა, აგრამ ეს ყველაფერი ბავშობის ილუზია იყო

_ მერე როგორ მიხვდით რომ არ არსებობს?

_ სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა. ის ჯარში წავიდა

_ მერე?

_ თანაკურსელზე გავთხოვდი

_ რატომ? არ გიყვარდათ?

_ ჰმ, რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ.

_ მაინც?

_ გიყვარს? არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ. რა შუაშია აქ სიტყვები? მთავარია ელემენტარული გაგება ხომ?

_ მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?

_ თუნდაც იმაში რომ არ მთხოვდეს ანგარიშებს. სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე. ეს ხომ წვრილმანია არა?>

_ გააჩნია რა შემთხვევაში

_ ხომ გითხარი

_ რა მითხარი?

_ ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთქო

_ შერიგებას არ აპირებ?

_ იმასთან?

_ უკაცრავად

_ კიდევ ერთი კითხვა. ის ბიჭი რომ შეგხვდეთ და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ რა იზამთ?

_ ვისზე ამბობთ?

_ თქვენს თანაკურსელზე. მემგონი უკვე გამოვიდოდა ჯარიდან

_ ააა. გოჩაზე ამბობთ? შემხვდა კიდეც. რომ გაგიგო ქმართან გაშორებული ვიყავი დაიწყო უშენოდ არ შემიძლიაო ასეო, ისეო

_ მერე რა უთხარით?

_ ვიფიქრებ მეთქი. იმდღეს იანვრის 29 რიცხვი იყო. დავთქვით თებერვლის 29 ში შევხვდებობით და მაშინ ვეტყოდი პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი. დდზველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი სხვაგან გადავედით. ყველა ნაცნობი გავაფრთხილე არ ეთქვათ ახალი მისამართი

_ იმიტომ რომ მაინტერესებდა მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მიყვარდა ვერ გავძლებდი და მივიდოდო 29 ში. არ მინდოდა შევხვედროდი მანამდე გაგიგე? ცემ თავს ვამოწმებდი.

_ მერე რა გაარკვიეთ?

_ თებერვალი 29 ით კი არა 28 ით იყო.

_ და ვეღარ შეხვდით?

_ მე 29 შიც მივედი და ერთი მარტსაც

_ არ მოვიდა?

_ ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცით რა მითხრა? მაპატიე 29 თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო

_ და აღარ გჯერათ?

_ არავითარ შემთხვევაში

_ მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?

_ რა თქმა უნდა ურთიერთგაგება რომ იყოს ისეთს.

6

_ ბებოოო

_ რაო, შვილო?

_ სიყვარული რა არის?

_ სიყვარული არა ხარ? მა რა ხარ? ბებო გენაცვალოს

7

_ ჩემი სახელია აპოლონი?

_ გვარი?

_ მღებრიშვილი

_ სად მუშაობთ?

_ იქ

_ სად იქ?

_ ნუ რა საჭიროა?

_ შემთხვევა რომ იყოს სიყვარულის გულისთვის თუ დატმობდით სიცოცხლეს?

- ვინა მე? ქალის გულისათვის კაცო? სიყვარული რაღა არის რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.

8

_ ეხლანდელები ქაა? ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა. გვიყვარსო. აეტუზებიან ერთმანეთსა და პროშნიან. ზედაც არ გიყურებენ. გინდა ყოფილხარ იქა და გინდა არა. გვიყვარსო! მერე ქაა. ახლანდელი ცოლ _ ქმარი რო დადიან მასე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი? თუ მაგათ სწავლა რო აქვთ სხვანაირი სიყვარული იციან? ცემ ქმარს რო დავინახავდი ისე შამაზრიალებდა ტანში როგორც რო რა? მაგრამ რას შევიმჩნევდი. სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხში მრცხვენოდა. ისრე წავიდა სავ მიწაშია, მე იმისთვინა თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.

არა ქაა. მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს. არ მწამს და მომკალ. აჰა ...

9

_ მეცხრე და ბოლო კითხვა თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას რამდენი კაციცაა ამ ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება რადგან ყველა თავისებურად აღიქვამს მას და საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება რადგან ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.

ასე არ არის მკითხველო?

სცადეთ ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:

ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩაწვდება მის ბუნებას და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

_ "დამიმტკიცეთ რომ არსებობს სიყვარული"

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს. სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს. იგი თავად მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს.

გოდერძი ჩოხელი






  ,,მიზანსწრაფულობა ანუ მე ყველაფრის გაკეთბა შემიძლია''
,,მე ამის გაკეთება არ შემიძლია , არ გამომივა '' ეს ფრაზა საკმაოდ ხშირად გვესმის , გვესმის რა ჩვენ თვითონაც ხშირად ვიყენებთ,  ვუყურებთ ტელევიზორს ან უბრალოდ გვესმის ადამიანებზე რომ მათ წარმატებას მიაღწიეს და დღეს ძალიან პოპულარულები და ბედნიერები არიან , ჩვენ კი ვფიქრობთ რომ მათ უბრალოდ გაუმართლათ ან განსაკუთრებული ადამიანები იყვნენ და იმიტომ არიან წარმატებულნი .  მაგრამ არა ვიფიქროთ იმაზეც რომ ისინი შრომობდნენ , წვალობდნენ რომ მიზნისთვის მიეღწიათ და მათ შეძლეს , გამოუვიდათ ... ე.ი ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ჩვენც შეგვიძლია სამომავლოდ წარმატებას მივაღწიოდ პირად თუ სამსახურეობრივ საქმეში. მთავარია მიზნის დასახვა და შემდგომ უკვე სწრაფვა ამ მიზნის განსახორციელებლად .. 
  ყველა ადამიანს გვაქვს ოცნება რომლის ახდენის იმედიც ნაწილობრივ გვაქვს მაგრამ რას ვაკეთებთ უმეტესე შემთხვევაში რომ ეს ოცნება ახდეს?  არც არაფერს ვუცდით რომ რაღაც ზეციური ძალა აგვისრულებს მას. ბავშვობაში ზოგს სურდა ექიმი გამოსულიყო ,ზოგს  მასწავლებელი და ა.შ მაგრამ დღეს ისინი სულ სხვა საქმითა რიან დაკავებულნი და ნეტა რატომ ?  რა თქმა უნდა არის შემთხვევები როცა ადამიანებს არ უმართლებს მაგრამ უმეტეს წილად ეს მათი დამსახურებაა რაც გულით გინდა იმისთვის უნდა იბრძოლო უნდა შეცვალო შენი  ,,ბედისწერა'' , რაღაც ახლისკენ სწრაფვა უნდა იგრძნობოდეს შენში.  
 მე ვფიქრობ, რომ ადამიანს გასავლელი აქვს დიდი კიბე , თითოეულ საფეხურზე ასასვლელად მას დიდი ნებისყოფა და ძალისხმევა სჭირდება .ზოგს აქვს ამისი ძალა იაროს წარმატებისკენ , ზოგი პირველივე საფეხურზე ეცემა და გზას ვეღარ განაგრძობს , მას იცით რა უშლის ხელს? ისევ საკუთარი მე. იმიტომ რომ არ ცდილობს , იმიტომ რომ მასში არ ყვავის მონდომების ნაპერწკალი , ზოგს აი იმათ რომ გვგონია რომ განსაკუთრებულია  და გაუმართლა  შეძლო საფეხურების გავლა ,საკუთარი მე დაიმორჩილა , ამიტომ ვფიქრობ ყოველთვის შეგვიძლია წინ მივიწევდეთ მთავარია მონდომება და რწმენა რომ მიზანამდე მივალთ. 
     







                                                                                                                  ,, ძალადობის გამო ოჯახები უნდა ინგრეოდეს’’  


 p.s ალბათ მეტისმეტად პირდაპირი განცხადებაა ჩემი მხრიდან , მაგარამ ვთვლი, რომ ყველა ადამიანმა საკუთარი ღირსება უნდა დაიცვას.
  


  ძალადობა-ეს არის ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების წინასწარგამიზნული გამოყენება სხვა ადამიანის ან საზოგადოების წინააღმდეგ .საქართველოში ისევე როგორც მთელს მსოფლიოში ოჯახური ძალადობა გავრცელებული პრობლემაა .2009 წლის სტატისტიკური მონაცემებით 169 ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალია დაფიქსირებული. უმეტესწილად ოჯახში მოძალადე ქმარია .ოჯახური ძალადობის პრობლემაზე ხშირად  მსჯელობენ და კამათობენ საქართველოში ,მაგრამ კონსესუსამდე ვერასოდეს მიდიან.საზოგადოებაში არსებობს ურყევი მოსაზრება : ,, ოჯახის ამბები ოჯახის გარეთ არ უნდა გავიდეს’’ ეს კი იმას ნიშნავს ,რომ ძალადობა უნდა აიტანო და მოითმინო. ეს მოსაზრება აბსურდულად მეჩვენება. ვფიქრობ,ყოვლად დაუშვებელია მოძალადის გვერდით ცხოვრება ,ამიტომ ასეთი ოჯახის შენარჩუნებას აზრი არ აქვს.  
   


  უპირველეს არგუმენტად მინდა დავასახელო ის, რომ როდესაც ოჯახში ხდება ძალადობა ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა ინგრევა,მხოლოდ აგრესიასა და სიძულვილს აქვს ადგილი და ქრება სიყვარული.ოჯახი ღვთის საჩუქარია ,სიწმინდეა . სადაც სიწმინდეა იქ სიყვარულიც უნდა იყოს .როდესაც სიყვარული ქრება ,ოჯახში ბზარები ჩნდება და ირღვრვა ღვთის კანონი.მღ.ალექსანდრე ელჩანინოვი ამბობს: ,,არც მამაკაცს და მით უმეტეს ქალს არა აქვს ქორწინებაში ერთმანეთზე აბსოლუტური ძალაუფლება.ერთის ნების მეორეზე ზეწოლას,თუნდაც სიყვარულის სახელით მივყავართ სიყვარულის სიკვდილამდე ‘’ ე.ი  ოჯახის ცნებაც იკარგება ,როდესაც ძალადობა ხდება ოჯახში . ამიტომ ასეთი ოჯახი უკვე დანგრეულია შინაგნად .გარეგნულ ელფერს აზრი აღარ აქვს და ასეთი ოჯახის შენარჩნება უბრალოდ საკუთარი თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი. 


   ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტად თუ რატომ  არ უნდა აიტანო ძალადობა და რატომ არ უნდა შეინარჩუნო ასეთი ოჯახი მიმაჩნია ბავშვის აღზრდის ფაქტორი.ბავშვი ფაქიზი არსებაა.მას სათუთი ფსიქიკა აქვს ,ამიტომ თბილ  ოჯახურ გარემოში უნდა იზრდებოდეს  იმისტვის რომ სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბდეს.როდესაც ოჯახში მხოლოდ აგრესია და სიძულივილი სუფევს ეს ბავშვის ფსიქიკაზე აისახება. ხშირად გვესმის ფრაზები : ,,ბავშვი მშობლების გარემოცვაში უნდა იზრდებოდეს ამიტომ ოჯახი აუცილებლად უნდა შეინარჩუნო’’  უმჯობესია ბავშვი მოძალადე მამის გარეშე გაიზარდოს  თბილ გარემოში, ვიდრე ოჯახში, სადაც მხოლოდ აგრესიული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ.


   ხშირია შემთხვევა იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობას მალავენ ეშინიათ საზოგადოების აზრის .ადამიანებს ურჩევნიათ აიტანონ ყველაფერი ოღონდაც საზოგადოების გარჩევის თემად არ გადაიქცნენ.ისინი ფიქრობენ ,რომ თუ დაფარავენ მათ ოჯახურ მდგომარეობას ამით მათ რეპუტაციასა და ღირსებას დაიცავენ.მაგრამ ამის კონტრარგუმენტად მინდა ვთქვა ის ფაქტი, რომ როდესაც ხდები ძალადობის მსხვერპლი და სხვა ადამიანი გამცირებს შენ თუ საკუთარ თავს არ დაეხმარე თავმოყვარეობა და ღირსება ისედაც შელახული გექნება.საზოგადობის აზრი არ უნდა გაითვალისწინო ასეთ შემთხვევაში, რადგან საზოგადობეა  დაუნდობელია ის ისედაც ყოველთვის იპოვის თემას რომ გაგაკრიტიკოს ,ამიტომ მათი აზრის გამო  თავი არ უნდა შესწირო ,ბოძებულ სიცოცხლეს უნდა გაუფრთხილდე და ძალადობას გაექცე. 









  
  


  


  
 ,, კომპლექსები ანუ მე მედ ყოფნა არ მინდას'' თეორია. 

 ფსიქოლოგ ალფრედ ადლერის სჯეროდა, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოყალიბდა ადრეულ ბავშვობაში, როდესაც ბავშვი იწყებს გააცნობიეროს, რომ მისი შესაძლებლობები არ არის განუსაზღვრელი, და ყველა სურვილი ახდენა შეუძლებელია.
 



   მართლაც  ყველაფერი ბავშვობიდან იწყება , ბავშვის ფსიქიკა სათუთია ამიტომ საჭიროებს ფაქიზ მობყრობას. სწორი აღზრდა კი საწინდარია ნორმალური პიროვნების ჩამოყალიბებისა. ბავშვს თუ იმაზე მეტს მოსთხოვ რაც მის ასაკს არ შეეფერება ,ბავშვს დააკომპლექსებ .გაუჩნება შეგრძნება იმისა რომ მან რაღაც ვერ გააკეთა ,რადგან ის სულელია ან სხვები მასზე უფრო ჭკვიანები არიან. ამიტომ თითოეული არასწორი ნაბიჯი ბავშვთან ურთერთობაში არღვევს ბავშვის ფსიქიკას და უყალიბებს ეგრედწოდებულ კომპლექსს . ამის შემდეგ ბავშვი უკვე იკეტება და ქმნის თავის სამყაროს, რომლიდანაც არც თვითონ გამოდის და არც სხვა ადამიანებს უშვებს .
   ასევე მოქმედებს სამეგობრო წრეც კომპლექსების ჩამოყალიბებაში .ხშირად ცინიზმითა და ირონიით გაჟღენთილი ფრაზები შინაგანად ანადგურებენ ადამიანებს და მათ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად უყალიბდებათ არასრულფასოვნების კომპლექი.  არასრულფასოვნების კომპლექსი ნიშნავს, რომ შენ საკუთარ თავს უსარგებლო ნივთად მიიჩნევ რომელიც აარავის არ სჭირდება.ადამიანი იწყებს მაშინ საკუთარ თავთან ბრძოლას და სულ ცდილობს ნაკლის ძიებას.
      თუ ადამიანს ეტყვი, რომ მას რაღაც არ გამოსდის ან უშნოდ გამოიყურება ,ის ამაზე ჩაიციკლება და იფიქრებს, რომ ის ყველაზე უბედური ადამიანია ,რომელსაც უამრავი ნაკლი აქვს.საზოგადოება კვალს ტოვებს პიროვნების ჩამოყალიბებაზე .
 კომპლექსიანი ადამიანები ცდილობენ ჩარჩოში მოაქციონ ცხოვრება და დაემსგავსონ სხვა დამიანებს, ჩაიცვან მუქი ფერის სამოსი რათა არ ჩანდნენ მკვეთრად .საკუთარ ინდივიდუვალუურობას კარგავენ და ექცევიან მასაში, რათა ყურადღება არ მიიქციონ.
   კომპლექსები ადამიანებს ხელს უშლიან წარმატების მიღწევაში . მწვავე პერიოდია მოზარდობის ასაკი რადგან თინეიჯერობის ასაკში ხშირია დეპრესია , რომელიც ზოგჯერ გადაულახავი ხდება და ხშირად თვითმკვლელობითაც მთავრდება.


  როდესაც იწყებ საკუთარი თავის სხვებზე შედარებას ,მაშინ იწყება ადამიანის პიროვნულობის გაქრობა.
  ჩნდება კითხვები :
 რატომ არ ვარ ისეთი როგორც ის ?

  ანუ რატომ ვარ მე მე და არა ის ,ის ხომ ლამაზია , გამხდარი და წარმატებული.მე მინდა რომ ის ვიყო მაშინ ბედნიერი ვიქნებოდი.  ( ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანს აკლია თავდაჯერებულობა ,ის კრიტიკულად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს) ყოვლად დაუშვებელია იყო ბედნიერი როცა შენ შენ არ ხარ .

ვფიქრობ კომპლექსებისგან განთავისუფლება შესაძლებელია თუ რა თქმა უნდა  იმუშავებ საკუთარ თავზე .ამისათვის საჭიროა:
  საკუთარ თავში უარყოფითი თვისებების პოვნას მოვეშვათ ,  ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი კარგი თვისება აღმოვაჩინოთ და მათზე უფრო ხშირად ვისაუბროთ .
  შევძლოთ შევეგუოთ ჩვენს ნაკლს  ,რომლის გამოსწორება არ შეიძლება ,მას იუმორით მივუდგეთ და რომლის გამოსწორებაც შეიძლება ის გამოვასწოროთ .
 შეაქეთ საკუთარი თავი , გაამხნევეთ .

 დაიწყე შენი სურვილის რეალიზება ,უთხარი საკუთარ თავს რომ შენ ყველაფერს შეძლებ და გააკეთებ.
 გაიჩნე ჰობი რომელიც დაგეხმარება გახსნაში
 ნუ მოარიდებ თავს საზოგადოებას ,პირიქით ეცადე შეხვიდე მათთან კონტაქტში .

,,შეურიგდი საკუთარ თავს'' და  ნუ ეცდები შეუმჩნეველი გახდე, პირიქით გაიღიმე და გამრავალფეროვნდი. : ))
 mariam vasadze


     სასარგებლო რჩევები მამაკაცებს ..


   
   არსებობს ასეთი ფრაზა: ,,ჩვენ გვიყვარს ის ვისაც ჩვენ არ ვუყვარვართ და ვერ ვიტანთ მათ ვისაც ჩვენ ვუყვარვართ’’ ეს მართლაც ასეა .ცხოვრება  უცნაურია და უცნაური ფსიქიკის მქონენი ვართ ადამიანებიც.ჩვენ გვიზიდავს ის რაც ჩვენთვის ხელმიუწვდომელია რათა გვაქვს სურვილი გადავლახოთ დაბრკოლებები და მივიღოთ ის რაც არ გვაქვს ან არ გვეკუთვნის . ის რაც უკვე ჩვენია ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას , ცოტა არ იყოს  საშინლად ხვდება ყურსა და გულსაც ეს ფრაზები ჩვენ ხომ ადამიანებზე ვსაუბრობთ .. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს მართაც სიმართლეა  . ამიტომ არსებობს რაღაც ხერხები რითაც შეიძლება ქალს მოაწონო თავი ,უმეტესწილად ეს გამართლებულიც არის ,მაგრამ სიყვარული მოულოდნელობებით არის სავსე და შეიძლება ეს ყველა ,,ხერხი’’ სრულიად უსარგებლოც კი გამოდგეს.
   

  როგორ მოვაწონოთ გოგონას თავი?
  •     პირველივე შეხვედრაზე არ უნდა გამოიჩინო გადამეტებული ყურადღება უნდა მოექცე ჩვეულებრივად თითქოს არაფერი ხდება და არც კი მოგწონს. ეს გოგოს გააღიზიანებს და ის დაიწყებს ფიქრს თქვენზე.
  •  ნუ აჩვენებთ რომ გერიდებათ მასთან მისვლა ,მეგობრებს ნუ ჩარევთ თქვენს ურთიერთობაში, შეეცადეთ თქვენით მოახერხოთ მასთან მისვლა და გამოლაპარაკება.
  •     ნუ დაიწყებ სხვებზე ყურებას როცა მასთან ხარ . აჩვენე რომ მისით ხარ    დაინტერესებული  ,მაგრამ ნუ აგრძნობინებ რომ მასზე ხარ დამოკიდებული და მის გარეშე არ შეგიძლია .
  •     ნუ აგრძნობინებ იმას ,  რომ შენ შეგიძლია ყველაფერი გააკეთო მისთვის ,ყველა მისი სურვილი აასრულო და ყველაფერზე ნუ დაეთანხმები.
  •     ნუ აგრძნობინებ გოგონას რომ შეუძლია შენზე იმოქმედოს .ეს მისცემს მას გამოცოცხლების საშულაებას ქალებს უყვართ როცა ყველას და ყველაფერს აკონტროლებენ ამიტომ მეტი ინტერესი ექნებათ თქვენი გაცნობის.
  •   აჩვენეთ რომ თქვენ ხართ თამამი და არა მორცხვი, როდესაც ვერ პოულობთ სალაპარაკო თემას ეცადეთ მას კომპლიმენტი გაუკეთოთ ან უთხრათ რომ მასთან ერთად სიჩუმეში ყოფნა ძალიან მოგწონთ და ასე უფრო მეტს ფიქრობთ მასზე.  
  •    იყავით ამაყი ,ცოტა უხეშიც მაგრამ ამავდროულად თბილიც  თქვენს გვერდით მყოფმა გოგომ უნდა იცოდეს, რომ მას ჰყავს გვერდით ადამიანი ,რომელიც დაიცავს და ყოველთვის მის გვერდით იქნება.
  •   დაიმახსოვრეთ  გოგოებს არ უყვართ გადამეტებული ყურადღება ,მაგრამ ვერ იტანენ უყურადღებობასაც  .ამიტომ ეცადეთ მისი საყვარელი სიმღერა ან ფილმი დაიმახსოვროთ. მას გაუხარდება თუ წვრილმანებს დააკვირდებით და ეტყვით შემდგომ.
  •   ნუ იქნებით მხდალნი ეცადეთ დაამტკიცოთ რომ სულით ძლიერი ადამიანი ხართ და არა მშიშარა.ნუ შეაცოდებთ თავს ,რადგან მას მხოლოდ სიბრალულის გრძნობა გაუჩნდება და არ შემოგხედავთ როგორც საყვარელ ადამიანს .
  • ხშირად შეხედე თვალებში შემდგომ კი უცებ მოარიდე მზერა 
  • გააკეთე სისულელებიც და აჩვენე რომ გაქვს იუმორის გრძნობაც 
  • აგრძნობინე რომ გჭირდება მისი თანადგომა 
  • აჩვენე რომ მიუხედავად იმისა რომ გვერდით უამრავი გოგოა აგძრნობინე რომ ის ეთადერთია , ის სხვებს არ ჰგავს. 
  • აჩუქე თუნდაც უბრალოდ მაგრამ ორიგინალური რაიმე.  
  • როცა ნაახავ თან წაუღე 1 ცალი გვირილა ან სხვა რაიმე ყვავილი ,ამით ფულსაც დაზოგავ(თუ არა გაქვს) და ამასთანავე ორიგინალურიც იქნება.
  •     გააკეთე ისე რომ გოგონას კიდე მოუნდეს შენთან შეხვედრა . 


 ყველა ზემოთთქმული უსარგებლოდ შეიძლება მოგეჩვენოთ ,მაგრამ არსებობს ფსიქოლოგიურად დამტკიცებული ფაქტებიც .თუმცა ხომ იცით ქალი ეს ისეთი არსებაა ,რომელსაც თვითონ არ ესმის საკუთარი აზრების ამიტომ  ეცადეთ მაინც იყოთ ის ვინც ხართ  თუ მის დაინტერესბას აპირებთ თქვენით ,მაშინ თამაშს ნუ აყვებით და როლში ისე ნუ შეხვალთ რომ საკუთარი მე დაკარგოთ .რადგან ოდესმე ფარდები დაიხურება და თქვენ სცენაზე აღარ აგიშვებენ ,რადგან ნიღაბს დაკარგავთ .ეცადეთ იყოთ ბუნებრივები და ორიგინალურებიც.

2 comments:

  1. საღოლ ბროო ან მაი სისთერ , მაგარი სტატია ..

    ReplyDelete
  2. ესენი უნდა წაიკითხოთ მესენჯერში კი არ უნდა იშეტყობინებაოთ

    ReplyDelete