თომას
ჰობსის ფილოსოფია
·
მარიამ ვასაძე
·
რეფერატი:,,ბუნებითი
მდგომარეობა და სახელმწიფო’’
რა არის პოლიტიკა და სახელმწიფოს ცნება? საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს რომ სახელმიფო პოლიტიკა არის ხელოვნების დონეზე აყვანილი მართვის სისტემა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ხოლო საზოგადოების დანარჩენი ნაწილი ფიქრობს , რომ პოლიტიკა არ არის სუფთა და პოლიტიკის ცნებაც ცუდ ასოციაციებს იწვევს მათში. მიუხედავად ამ მოსაზრებებისა ყველანი მაინც იმ აზრამდე მივდივართ რომ აუცილებლია სახელმწიფოს არსებობა და ასევე პოლიტიკაც ,რომელიც ჩვენთვის ერთგვარად თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის გარანტია.
ადამიანის ბუნება,თავისუფლება და თანასწორობა, პოლიტიკის ფილოსოფია, სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეა , - ეს ის საკვანძო ,ძირითადი საკითხებია, რომელზედაც ფუნდამენტურად მსჯელობდა XVII საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსი თომას ჰობსი . ის სულ სხვანაირი კუთხით მიუდგა სახელმწიფოს მართვის საკითხს.თავისი შეხედულებები ინდივიდსა და სახელმწიფზე,თანასწორობაზე და თავისუფლებაზე და სხვა მრავალ თემაზე ჩამოაყალიბა წიგნში ,,ლევიათანი’’. ეს არის წიგნი, რომელიც წარმოადგენს დასავლური პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს,მის პოლიტიკურ შრომებში წარმოდგენილია თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დებულება, რომელიც შემდგომში განმსაზღვრელი იქნა ლიბერალიზმისათვის , თუმცა ბოლოს ჰობსი ლოგიკურად მაინც დიქტატურას ამართლებს.
ჰობსისათვის მთავარი მიზეზი რათა დაეწერა ეს წიგნი გახდა პოლიტიკური მდგომარეობა ინგლისში, ამ პერიოდში ინგლისში სუფევდა ქაოსი,მიმდინარეობდა სამოქალაქო ომები ,რელიგიის ,ეკონომიკისა დაპოლიტიკური შეხედულებიების გამო. ქვეყანაში სუფევდა უთანასწორობა .სწორედ ამიტომ ჰობსმა დაიწყო პოლიტიკური იდეოლოგიის ჩამოყალიბება რომელიც დაამყარებდა წესრიგს სახელმწიფოში.
ჰობსის შეხედულებები ძალიან განსხვავდებოდა ანტიკური მოაზროვნეების შეხედულებებისაგან.ფილოსოფოსები ცდილობდნენ გაერკვიათ როგორ შეიძლება სახელმწიფოს მმართველობა გამხდარიყო უფრო სამართლიანი.რაც შეეხება ჰობს ის სანამ კონსენსუსამდე მივა ცდილობს საკითხი განსხვავებული კუთხით განიხილოს და სვამს შეკითხვას : რისთვისაა საერთოდ სახელმწიფო საჭირო? იმისათვის რომ მას გაიგო პოლიტიკური ცხოვრების ფუნდამენტური არსი მან შემოიტანა მნიშვნელოვანი ცნება : ,,ბუნებითი მდგომარეობა’’ .
რა არის ბუნებითი მდგომარეობა? - ეს სწორედ ის მდგომარეობაა როცა სახელმწიფო ჯერ კიდევ არ არსებობს,ანუ არ არსებობს ძალაუფლება , რომელიც ყველა ადამიანს დაიმორჩილებს და უხელმძღვანელებს.ამ დროს ადამიანი არსებობს ბუნებაში.ის იქცევა საკუთარი ბუნების შესაბამისად .მას არ აქვს არანაირი მოვალეობა ვინმეს წინაშე.ბუნებით მდგომარეობაში არ არსებობს კანონი,მორალი. ყველა თავისუფალი და თანასწორია . platonma sakmaod didi adgili dauTmo imis mtkicebas, rom adamianebi bunebiT araTanasworni arian. Hჰobsi bunebrivi mdgomareobis aRwerisas საპირისპირო დებულებიდან ამოდის და ამბობს რომ ყველა ადამიანი ბუნებით მდგომარეობაში თანასწორია . ბუნებით მდგომარეობაში ყველა ადამიანი საკუთარი თავის გადარჩენისთვის იბრძვის. ჰობსი ამართლებს ერთი ადამიანის მიერ მეორის მოკვლას, რათა სიცოცხლე შეინარჩუნოს და ამტკიცებს რომ ბუნებით მდგომარეობაში ადამიანი ადამიანისათვის მგელია, ანუ ყველა ყველას წინააღმდეგაა, რადგან თვითგადარჩენის ინსტინქტი სხვის თავისუფლებას ან პიროვნებას შეიძლება ვნებდეს და მისთვის ზიანი მოჰქონდეს .თუ ამ მოსაზრებას ლოკის მოსაზრებას შევადარებთ დავინახავთ რომ ჰობსთან ღვთის მცნება სრულიად უარყოფილია ,ლოკთან კი პირიქით , ლოკი მიიჩნევდა რომ ადამიანს არ აქვს უფლება მეორე ადამიანს მოუსწრაფოს სიცოცხლე რადგან მხოლოდ უფალს აქვს ამის უფლება ,ლოკი სახელმწიფოზე მსჯელობისას რელიგიასაც ეხება ხოლო ჰობსმა რელიგიის გარეშე დაგვანახა სახელმწიფოს ცნება.
თუ შევადარებთ ჰობსსა და ჟან-ჟაკ რუსოს
დავინახავთ რომ ჰობსი ადამიანებს ეგოისტებად მოიხსენიებს და რეალრად უყურებს
საკითხს როდესაც განიხილავს, ჟან-ჟაკ
რუსომ კი პირდაპირ გააკრიტიკა ჰობსის მოსაზრება ადამიანის ეგოისტ და მუხთალ
ბუნებასთან დაკავშირებით ,რუსო ამბობდა რომ
საზოგადოება არის ყველანაირი პრობლემის მიზეზი,ომის ჩათვლით და არა
პიროვნების.პიროვნებას რყვნის საზოგადოება.
ჰობსი ყურადღებას ამახვილებს ასევე ბუნებით
უფლებასა და ბუნებით კანონს შორის და
გვიჩვენებს თუ რა განსხვავებაა მათ შორის ,ის ამბობს რომ ბუნებითი უფლება რაიმეს
გაკეთების თავისუფლებაა ან რაიმეს არ გაკეთები თავისუფლება ,ხოლო ბუნებითი კანონი
ეს არის დადგენილი წესი,რომელიც ადამიანს
ავალდებულებს შესაბამისად მოიქცეს ანუ ეს არის მოვალეობის შესრულება. მივუბრუნდეთ ბუნებითი მდგომარეობის განხილვას .
აღსანიშნავია ,რომ ბუნებრივ პირობებში არავის აქვს ხელშეუხებლობის გარანტი ,
მუდმივ კონკურენციას ადამიანები მიჰყავს ომამდე . ანუ როგორც ჰობსი უწოდებს ამ მდგომარეობას ,, ომი ყველასი
ყველას წინააღმდეგ ‘’ .ჰობსი ამბობს რომ
ომი არ არის მხოლოდ ბრძოლის მომენტი ,ომი ჰქვია ცხოვრების იმ მომენტსაც როდესაც
ცხადია ბრძოლის გზით დაპირეისპირების ნება.სანამ ძალაშია ბუნებითი კანონები ადამიანებს ყველაფრის უფლება აქვთ და არავინაა
დაზღვეული რომ ხვალ სიცოცხლეს არ მოუსწრაფავენ.ანუ საყოველთაო შიშია გაბატონებული. ბუნებით მდგომარეობაში
კონფლიკტის სამი ძირითადი წყარო არსებობს
:
პირველი, ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან და
ბაძავენ ერთმანეთს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.ჯიბრის სურვილი მათ
მოხვეჭისაკენ უბიძგებს ანუ სიმდიდრისაკენ. მეორე, ადამიანებს
აქვთ ერთმანეთისადმი მუდმივი შიში, რადგან მათი სიცოცხლე მუდვივად საფრთხის ქვეშაა
და არავის აქვს უსაფრთხოების გარანტია .ამიტომ ისინი თვითგადარჩენისათვის
იბრძვიან.
მესამე,პატივმოყვარეობა რომელიც უშუალოდ
მიმართულია ადამიანის პიროვნებისადმი,როდესაც სხვას შეიძლება თავს დაესხას
განსხვავებული აზრის ქონის გამო ანუ პოპულარობის სურვილი განაპირბებს ამ ყველაფერს. ე.ი ბუნებით მდგომარეობაში სუფევს უნდობლობა და
სიკვდილის შიში.ასეთ დროს არავინ გრძნობს თავს დაცულად. ამ
ვითარებას განაპირობებს საერთო
ხელისუფლების არარსებობა. სადაც არ არსებობს ხელისუფლება, იქ არ არსებობს არც
სამართალი და კანონი შესაბამისად, ვერც
ერთ ქმედებაზე ვერ ვიტყვით სამართლიანია ის თუ უსამართლო. უსაფრთოების გარანტი
მხოლოდ ადამიანის ძალა და გამჭრიახობაა ამ შემთხვევაში.ეს იმიტომ რომ კანონი არ
არსებობს .ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავს ჰობსი .ეს არის სუვერენული
სახელმწიფოს შექმნა.ამ საყოველთაო შიში და უსაფრთხოების შეგრძნება აიძულებთ ადამიანებს
გამოვიდნენ ბუნებითი მდგომარეობიდან და ეგრეწოდებულ ,,ომს’’ დააღწიონ თავი ანუ ადამიანებს აერთიანებს ერთი
მოთხოვნა იყოს მშვიდობა.ამიტომაც ადამინები სუვერენულ სახელმწიფოს ქმნიან არა
გონიერებაზე დაყრდნობით არამედ ინსტინქტებზე. ისინი ფიქრობენ თვითგადარჩენაზე. ისინი
დებენ კონტრაქტს და საკუთარ უფლებებსა უქვემდებარებენ და გადასცემენ სუვერენს.რათა
სანაცვლოდ დაცულნი იყვნენ, როგორც შიდა კონფლიქტების დროს ასევე გარე მტრების შემოსევის დროს.ანუ მთავარი მიზანია საკუთარი თავისთვის სიკეთისა და
ბედნიერების მოპოვება და ამ დროსაც ადამიანები მათი ბუნებიდან გამომინარე საკუთარი
კეთილდღეობის გამო იზღუდავენ თავისუფლებას
და გადასცემენ სუვერენს.
როგორც ჰობსი ამბობს : უფლების გადაცემა ეს არის
იგივე ხელშეკრულება.სუვერენის არჩევისას ადამიანების აზრი შეიძლება გაიყოს მაგრამ მეტი
ხმა ყველა მათგანის ხმად უნდა ჩაითვალის .ანუ ადამიანები საკუთარ ხმას ანუ
თავისუფლებას უქვემდებარებენ ერთ ადამიანს, პარტიას და იზღუდავენ თავისფულებას .
რადგან მათგან ხელშეუხებლობას ელიან. საზოგადოების აზრის ერთ ადამიანში გაერთიანებას ჰობსი უწოდებს სახელმწიფოს. თომას ჰობსი
წერს რომ ხელშეკრულება იდება მხოლოდ
ქვეშევრდომებს შორის ხოლო ჟან-ჟაკ რუსო
თვლიდა , რომ ხელშეკრულება იდება ქვეშევრდომებს და სუვერენს შორის . ამ
საფუძვლიდან გამომდინარე,ჰობსი პირდაპირ წერს, რომ ამ წესით სახელმწიფოს
შემდგენლებს არა აქვთ უფლება უარყონ მიღებული გადაწყვეტილება . ქვეშევრდომები
სუვრენისის მიერ მისი მოვალეობის შეუსრულებლობის მომიზეზებით მისი ქვეშევრდოემბისაგან
ვერ განთავისუფლდება.როგორც ჩანს ჰობსი მეტ უფლებას სუვრენს აძლევს და მთლიანად
უქვემდებარებს ხალხს.
სუვერენის ხელისუფლებისაგან ჩამოცილების ერთადერთი ფორმაა მისი
საკუთარი ნებით პოსტიდან გადადგომაა და ხალხს არანაირი უფლება არ აქვთ ის
ჩამოაშორონ ხელისუფლებას. სუვერენი
ასევე ითავსებს უმაღლესი მოსამართლის ფუნქციასაც, როდესაც სადავო ხდება
თავად კანონიც.
სუვერენის კომპეტენციაში შედის ომის და მშვიდობის საკითხები. ის არის
უმაღლესი მთავარსარდალი.სუვრენი ასევე თვითონ ნიშნავს ადამიანებს თანამდებობებზე
და მხოლოდ ამ უფლებებით არ შემოიფარგლება იგი მას აქვს უამრავი სხვა უფლებაც.
თომას ჰობსი
ამოდის ადამიანთა ბუნების ცნებიდან და ცდილობს ააგოს მთელი ,,საზოგადოებრივი
ცხოვრების შენობა ‘’ .ის ამბობს რომ ადამიანები ცხოვრობდნენ მშვიად მდგომარეობაში
აუცილებელია აბსოლუტური ძალაუფლება.ჰობსსა და ლოკს შორის განსხვავებაც იმაშია რომ
ჰობსთან აბსოლუტური ძალაუფლება მხოლოდ სუვერენის ხელშია,ხოლო ლოკთან ხალხია
მთავარი.მიუხედავად იმისა რომ ლოკი ჰობსის იდეებიანდ ამოდის ის აფართოებს
მსჯელობის არეალს. თომას ჰობსი იყო ადამიანი რომელმაც უარყო
არისტოტელური ფილოსოფია და აირჩია ახალი გზა ,რომელიც უფრო გამოსადეგი და
ხელსაყრელი იყო პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ფილოსოფია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სიბრძნის სიყვარულს. ეს არის სულიერი კულტურის დამოუკიდებელი დარგი, რომელიც აერთიანებს ცოდნას სამყაროზე, ადამიანზე, ადამიანისა და სამყაროს ურთიერთობაზე. ფილოსოფიის დანიშნულებაა იკვლიოს პირველსაწყისი, არსებითი თავისებურებები, სამყაროსეული წესრიგის საფუძვლები, იპოვოს ჭეშმარიტი საზრისი პროცესებისა, რომელთაც სამყაროში, სოციუმში, კულტურასა და ადამიანში აქვს ადგილი. ფილოსოფია მოწოდებულია გახსნას ყოფიერების ბნელი, გამოუცნობი ლაბირინთები.
ფილოსოფიური მსოფლმხედველობა დასაბამს იღებს მითოლოგიიდან და რელიგიიდან. ფილოსოფია იკვლევს იმ რეალობას, რომელიც მხედველობის მიღმა რჩება კონკრეტულ საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ დისციპლინებს. ის ასრულებს სამყაროს სურათის მთლიანობაში წარმოსახვის მძიმე სამუშაოს. ფილოსოფია ღრმად და საფუძვლიანად გაიაზრებს კერძო მეცნიერებების მონაცემებს და მოწოდებულია იყოს ადამიანის ორიენტირი სამყაროში. იგი ენათესავება უმაღლეს სიბრძნეს, რომლის ფუნქცია მარტო ყველაფრის ცოდნა კი არ არის, არამედ მოწოდებულია გაიგოს, შეიმეცნოს ის, რაც მთავარი და არსებითია, რომელიც ეხება პირველსაწყისს, მსოფლიო წესრიგს, რომლის არსის წვდომის გარეშე შეუძლებელია გააზრებული და ღირსეული არსებობა. ადამიანს ბევრი რამ აცდუნებს - ფული, სიმდიდრე, ძალაუფლება, დიდება და ა. შ. ფილოსოფია მოწოდებულია გამოარჩიოს უნივერსალური, საყოველთაო მნიშვნელობის ღირებულებები - ჭეშმარიტება, სიკეთე, სილამაზე, სამართლიანობა, სიყვარული და სხვა.
სოკრატეს (ძვ. წ 469 - 399) თანახმად ფილოსოფია არის არა სიბრძნე, არამედ სიბრძნის სიყვარული და მისი ძიება, წყურვილი სიბრძნისა, ჭეშმარიტების დაუფლებისა, ვინაიდან თავად სიბრძნეს მხოლოდ ღმერთები ფლობენ. ღმერთი შეიძლება იყოს ბრძენი, ადამიანს კი მისი სიყვარული შეუძლია. ამიტომაც ადამიანი უნდა ისწრაფვოდეს ღმერთისაკენ ანუ სიბრძნის დაუფლებისაკენ.
ყველა დროის ფილოსოფია თავისი ეპოქის უმნიშვნელოვანესი პრობლემებით იყო დაინტერესებული. ამდენად, ფილოსოფიური კვლევა თვითმიზანს არასოდეს წარმოადგენდა.
ფილოსოფიის საგნის სხვადასხვა გაგება არსებობს, ზოგი თვლის, რომ ფილოსოფიის საგანია სამყაროს ჭვრეტა; მეორენი თვლიან, რომ ფილოსოფიის საქმეა მეცნიერების ლოგიკური ანალიზი; ხოლო მესამენი - ფილოსოფიის საგნად ადამიანისა და მისი ცხოვრების საზრისის ძიებას აღიარებენ. ჩვენ რომელს ავირჩევთ, ეს ჩვენს მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული.
ყველა დროის ფილოსოფიაში მიუხედავად ამ მრავალგვარობისა, მაინც არსებობს საერთო მომენტი, რომელიც მეტნაკლებად საერთოა ყოველი ფილოსოფიური სისტემისათვის. ეს არის ის, რომ თითოეულს მხედველობაში აქვს სამყარო, როგორც მთელი. ფილოსოფიას შეუძლია კვლევის ობიექტად აქციოს სინამდვილის ნებისმიერი კონკრეტული სახე (მაგალითად, ბუნება, ადამიანი და ა. შ.), მაგრამ იმ პირობით, თუ მათ განიხილავს სამყაროსთან, როგორც მთელთან, მიმართებაში. მიუხედავად განსხვავებული პრობლემებით დაინტერესებისა, ფილოსოფიაში ერთი მთავარი საკითხი ყოველთვის იდგა. ეს არის ადამიანისა და სამყაროს ურთიერთობა.
სიბრძნის სიყვარული ძველბერძნულ ფილოსოფიაში, ძირითადად, ასეთი ურთიერთობის გარკვევას ნიშნავდა. ამიტომ სიბრძნეს და საერთოდ ცოდნას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ადამიანთა ყოფიერებისა და ცხოვრების გააზრებაში. სოკრატე სიბრძნის მნიშვნელობის გარკვევის მიზნით, სვამს კითხვას: ვის უნდა ეწოდოს ბრძენი? აქამდე ბრძენი ეწოდებოდა მცოდნეს, მეცნიერს, მაგრამ სოკრატეს მიხედვით ცოდნა და სიბრძნე ერთმანეთს არ ემთხვევა. სიბრძნე და მისი ძიება ემსახურება ჭეშმარიტებისა და სიკეთის დადგენას, ხოლო ჭეშმარიტებისა და სიკეთის დადგენა ნიშნავს სიბრძნის სიყვარულს. თუ ჩვენ შევადარებთ ერთმანეთს ღმერთს, ადამიანს და ცხოველს აღმოვაჩენთ, რომ ღმერთი შემეცნების პროცესით არ არის შეზღუდული, რადგან იგი მთელ სიბრძნეს ფლობს. არც ცხოველია შეზღუდული ცოდნით, რადგან ის ინსტინქტებით მდიდარია, რაც გარემოში წონასწორობის შესანარჩუნებლად სჭირდება. ერთადერთი არსება დედამიწაზე არის ადამიანი, რომელიც შეზღუდულია ცოდნის, შემეცნების აუცილებლობით, რათა იარსებოს და შეინარჩუნოს წონასწორობა ბუნებასთან. ადამიანს ცხოველთან შედარებით ღარიბი ინსტინქტები აქვს; ცოდნით ღმერთს ემსგავსება, მაგრამ არ უტოლდება მას. ადამიანი შუა რგოლია მათ შორის, ვინც უფრო დიდია, ვიდრე ადამიანური და ვინც უფრო კნინია, ვიდრე ადამიანური. ჩვენს ქვევით წარმავლობაა, ჩვენს ზევით კი ჭეშმარიტება და მარადიულობა.
ცხოველი ადამიანს ინსტინქტებით სჯობს. ამის ნათელი დადასტურებაა ფუტკარი, რომელიც ფიჭას ისეთი სიზუსტით აშენებს, რომ ნებისმიერ არქიტექტორს გააწბილებს. ფრინველები მიფრინავენ თბილ ქვეყნებში და ბრუნდებიან ისე, რომ არც კომპასი სჭირდებათ და არც გეოგრაფიული რუკა. ცხოველები ადამიანებზე გაცილებით ადრე შეიგრძნობენ მიწისძვრის მოახლოებას, ახლობლის გარდაცვალებას და სხვა. მაგრამ ადამიანში არის ის, რაც მას ცხოველზე მაღლა აყენებს. ეს არის აზროვნების, განსჯისა და გონების უნარი. აქედან კი დასკვნა: თუ ადამიანს არა აქვს განვითარებული აზროვნების, განსჯისა და გონების უნარები, იგი ცხოველზე დაბალ საფეხურზე დადის. არჩევანი ადამიანზეა. მან უნდა აირჩიოს: ან იაროს წინ ღმერთისაკენ, ანუ უმაღლესი სიკეთისა და უმაღლესი მშვენიერებისაკენ, ან დაეცეს ცხოველის დონეზე. უდავოა, ადამიანი უნდა ირჩევდეს ღმერთისკენ სწრაფვას, რადგან "ადამიანად ყოფნა ნიშნავს იყო იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანია და თუ ადამიანი იმაზე მეტი არაა, ვიდრე ადამიანი, მაშინ იგი ნაკლებია, ვიდრე ადამიანი" (აბრაჰამ ჰეშელი).
გონების თვალი გადავავლოთ ამ უკიდეგანო მრავალფეროვან სამყაროს, სადაც ორ ერთნაირ ფოთოლსაც კი ვერ იპოვის კაცი. უწვრილესი ერთუჯრედიანი არსებანი და გიგანტურ ვარსკვლავთა ჯგუფი, ცათაზიდული მთები და უსივრცო ოკეანეები, ბუნებისა და ცხოვრების სასწაულები. შეუძლებელია ადამიანს არ გაუჩნდეს კითხვა: რა ხელმა შექმნა ეს სილამაზე? საიდან წარმოიშვა? ვინ არის შემოქმედი? ან თუ არის, რატომ და რისთვის შექმნა? სწორედ აქედან იწყება პირველი გაკვირვება, პირველი გაოცება, აქ ისმება პირველი კითხვა - რატომ? ე. ი. იწყება კრიტიკული აზროვნება. ასე დაიწყო ფილოსოფიური აზრის ისტორია ძველ საბერძნეთში დაახლოებით ძვ. წ. VI საუკუნეში და დაგვიტოვა მდიდარი მემკვიდრეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ევროპულ აზროვნებასა და დაიმკვიდრა კლასიკური ფილოსოფიის სახელი.
ფილოსოფიური შეხედულებები ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში ძვ. წ. III ათასწლეულში ჩაისახა. უძველესი ცნობები ინდური ფილოსოფიური აზროვნების შესახებ მოცემულია ვედურ (სანსკრ. "ვედა" - ცოდნა) ლიტერატურაში, განსაკუთრებით "რიგვედაში", რომელიც რელიგიური საგალობლების კრებულს წარმოადგენს და, მკვლევართა ვარაუდით, ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოსა და I ათასწლეულის პირველ ნახევარში შეიქმნა; გარკვეული ფილოსოფიური მსოფლმხედველობა ჩამოყალიბებულია `უპანიშადებში ~ (სანსკრ." უპანიშად "- მოძღვრის გვერდით ჯდომა), რომლის შექმნა დაახლოებით ძვ. წ. VIII - VII სს. იწყება. "რიგვედასა" და "უპანაშადებში" გამოყენებულია ისეთი რთული კატეგორიები, როგორიცაა "ყოფიერება", "არაყოფიერება" და სხვა. ამ მოძღვრებებს, რასაკვირველია, რელიგიურ - იდეალისტური ხასიათი ჰქონდა.
ჩინეთის ფილოსოფიური აზრის ისტორიას ძვ წ. მე ათასწლეულის დამდეგიდან ითვლიან. ცხადია, ამ შემთხვევაშიც მხედველობაშია ცალკეული ფილოსოფიური ელემენტები, რომლებიც რელიგიურ მოძღვრებაში იყო მოცემული. მაგალითად, ჯერ კიდევ ძვ. წ. VIII - VII სს. გამოთქმული იყო მოსაზრებანი სამყაროს შემადგენელი ხუთი ელემენტის (წყალი, ცეცხლი, ლითონი, ხე, მიწა) შესახებ; ბუნებაში არსებული მოძრაობისა და ცვალებადობის ასახსნელად დაშვებული იყო ურთიერთდაპირისპირებული ძალების არსებობა. უფრო გვიან (ძვ. წ. VI ს.) ჩამოყალიბდა კონფუციანელობა, რომელიც არსებითად ეთიკურ - პოლიტიკურ მოძღვრებას წარმოადგენს.
ფილოსოფიური იდეები გვხვდება ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების მითოლოგიაშიც. მაგალითად, მითში ღმერთი მარდუკის შესახებ, რომელიც ძველი ბაბილონის სახელმწიფოს აყვავების პერიოდს მიეკუთვნება, ლაპარაკია იმის შესახებ, თუ როგორ შექმნა ღმერთმა მარდუკმა სამყარო წყლისაგან და სხვა. ასევე ჰესიოდეს მითოლოგიურ თხზულებაში "თეოგონია" სამყაროს პირველსაწყისად მიჩნეულია ქაოსი, საიდანაც კოსმოსი წარმოიშვა და სხვა .. ცხოვრება მოცემულ შესაძლებლობათა შორის არჩევნის გაკეთებაა, რომელიც ხორციელდება ღირებულებათა და იდეალების საფუძველზე. რომელს მიანიჭებს უპირატესობას, რას დაისახავს ადამიანი მიზნად, ეს მის მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული.
ადამიანი დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობისა და ევოლუციის ბუნებრივი და კანონზომიერი შედეგია. იგი ბუნებაში არსებობს, მაგრამ მთლიანად მასზე არ არის მიჯაჭვული. იგი ქმნის სრულიად ახალ სამყაროს კულტურის სახით. აშენებს საზოგადოებას მთელი თავისი მრავალფეროვნებით. ამყარებს პოლიტიკურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ზნეობრივ, რელიგიურ ურთიერთობებს, ეწევა სულიერ მოღვაწეობას, რომლის შედეგად იქმნება მითოლოგია, რელიგია, ფილოსოფია, მეცნიერება, ხელოვნება და სხვა. ე.ი. ადამიანი ქმნის გონით სამყაროს, რაც უცხოა ნებისმიერი სხვა არსებისათვის. ფრიდრიხ ნიცშე (1 844 -1900 წწ.) წერდა: "ადამიანი არის ხიდი და არა მიზანი ... ადამიანი არის რაღაც, რაც უნდა გადაილახოს". ე.ი. ადამიანად ყოფნა გულისხმობს ზრდას, ცვალებადობას, განვითარებას. ეს კი შეუძლებელია ნათელი ცნობიერებისა და მსოფლმხედველობის გარეშე. ადამიანი ირჩევს, რაღაც მოსწონს, რაღაც არ მოსწონს, რაღაცას კეთილად ან ბოროტად თვლის, იბრძვის, უყვარს ან გულგრილია და ა. შ. ის, რისთვისაც ადამიანი თავს გასწირავს, რისიც მას სწამს, არის მისი ცხოვრების საზრისი. ის, თუ რას მიიჩნევს ადამიანი თავისი ცხოვრების საზრისად, დამოკიდებულია მის მსოფლმხედველობაზე.
მსოფლმხედველობა არის ადამიანის თვითცნობიერებისა და თვითრეფლექსიის ფორმა, შეხედულებათა და ღირებულებათა სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის ცხოვრების საზრისის გარკვევა. მსოფლმხედველობას აქვს რთული სტრუქტურა, რომლის შემადგენელი ელემენტებია: ა) შეხედულებები და წარმოდგენები სამყაროზე, როგორც მთელზე. იგი აძლევს ცოდნას ადამიანს საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ. ბ) ღირებულებები და იდეალები, რომლებიც ადგენენ იმ ძირითად მიზანს, რასაც ადამიანი უნდა ემსახუროს და რის განსახორციელებლადაც უნდა იბრძოლოს.
მსოფლმხედველობა ორ ძირითად ელემენტს შეიცავს: ცოდნას (საყაროს სურათს) და იდეალს. თუმცა მისთვის მთავარი ცოდნის მოცემა არ არის. ცოდნა მისთვის საშუალებაა იდეალის განსაზღვრისათვის. მსოფლმხედველობის მიზანი ადამიანის ცხოვრების საზრისის გარკვევაა. მან პასუხი უნდა გასცეს შემდეგ კითხვებს:
1) რა არის სამყარო? 2) რა არის ადამიანი? ანუ ვინ ვარ მე? 3) როგორია ჩემი დამოკიდებულება სამყაროსადმი? 4) რა უნდა გავაკეთო? და რისი იმედი შეიძლება მქონდეს მე?
მსოფლმხედველობა ადამიანის ცხოვრების მასწავლებელი, მისი გზამკვლევია. იგი ადამიანს აძლევს ღირებულებით ორიენტაციას - რა აკეთოს, რისთვის იბრძოლოს, რას ემსახუროს. გარდა ამისა, ადამიანს აინტერესებს ისეთი საკითხები, როგორიცაა სულის უკვდავება, საიქიო ცხოვრება, თავისუფლების პრობლემა და უამრავი სხვა რამ. ეს ისეთი საკითხებია, იმანუელ კანტის (1724 -1804 წწ.) სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელთა მოცილება ადამიანს არ ძალუძს, რადგან ისინი მისთვის თვით გონებას მოუხვევია თავს, მაგრამ არც გადამჭრელი პასუხის გაცემა შეუძლია, ვინაიდან ისინი აღემატებიან ადამიანის გონების ყველა უნარს. რადგან კითხვები არასოდეს ამოიწურება, მაშასადამე, "ვერც გადაჭრის და ვერც აიცილებს!" - მაშ რა საჭიროა იგი? იმანუელ კანტისათვის მეცნიერული ცოდნის არსებობა ფაქტია, რადგანაც არსებობს მათემატიკა და ფიზიკა, ამგვარი ცოდნის შესაძლებლობის უარყოფა ე. ი. სკეპტიციზმი - ხელოვნური და სწავლული უვიცობაა. ფილოსოფიის ვალია ახსნას ამ ცოდნის შესაძლებლობის პირობები. იმანუელ კანტს ჰქონდა ერთი პრინციპი, რომელიც არისტოტელედან აიღო. ეს პრინციპია: "ღმერთი და ბუნება ტყუილად არაფერს ქმნის, ე. ი. თუ რაიმე არსებობს, მას აქვს საკმაო საფუძველი ". რატომ არის ასე? - აინტერესებს კანტს, ვერც გადაჭრის და ვერც აიცილებს. რატომ? იმიტომ, რომ საინტერესოა. კანტი საჭიროდ თვლიდა შეეზღუდა თეორიული შემეცნების სფერო, საერთოდ მოაზრებადი გაეთიშა ორად - თავისთავადი ნივთების სფეროდ და მოვლენების სფეროდ. მოვლენების სფერო ეს არის - ნივთები ჩვენთვის, ე. ი. იმანენტური სფერო, რომელზეც მეცნიერება შენდება, ე. ი. ფიზიკის სფერო და თავისთავადი ნივთების სფერო, ანუ ფიზიკის იქით არსებული მეტაფიზიკური, ანუ ტრანსცენდენტური სფერო, რომელზეც მეცნიერება არ შენდება. ეს არის რწმენისა და მსოფლმხედველობის სფერო.
განასხვავებენ თეორიულ და არათეორიულ მსოფლმხედველობას. მითოსი და რელიგია არათეორიული მსოფლმხედველობაა, ფილოსოფია კი - თეორიული. არსებობს მსოფლმხედველობის სამი ძირითადი სახე: 1) მითოსი, როგორც მსოფლმხედველობა .2) რელიგია, როგორც მსოფლმხედველობა.3) ფილოსოფია, როგორც მსოფლმხედველობა.
მითოსი წარმოსახვის ძალას და ნათქვამის ავტორიტეტს ემყარება და ასე ახდენს სამყაროს ერთიანობის შესახებ აზრის დაფუძნებას. რელიგია რწმენას ემყარება და ამ გზით მიდის სამყაროს ერთიანობამდე. ფილოსოფია კი არის დასაბუთებული მსოფლმხედველობის მოცემის ცდა. იგი ცნებებისა და კატეგორიების გამოყენებით აყალიბებს მსოფლმხედველობას და ასე ახდენს სამყაროს ერთიანობის დაფუძნებას. იქ, სადაც იწყება ფილოსოფია, იწყება კრიტიკული აზროვნება, ისმება კითხვა - რატომ?
ნათქვამიდან გამომდინარე, მსოფლმხედველობებისათვის საერთოა - სამყაროს ერთიანობის გაგება. ისინი ამას სხვადასხვა მეთოდებითა და ხერხებით აღწევენ. როგორც უკვე ვთქვით, ფილოსოფია არის თეორიული მსოფლმხედველობის მოცემის ცდა, რომელიც მოიაზრებს სამყაროს მთლიანობაში, არკვევს ადამიანის ყოფიერების საზრისს.
რამ გამოიწვია მითოსური აზროვნების სვლა ფილოსოფიური აზროვნებისაკენ? - ცხოვრების ამაღლებამ ცნობიერებამდე. ემპირიული ანუ ცდისეული მასალის აყვანამ ცნობიერებამდე და შეფასების სურვილმა. ეს რთული სამუშაოა, რომელიც კაცობრიობამ შეასრულა ცხოვრების ხედვის განვითარებაში. აქედან ერთი დასკვნა გამოდის: მსოფლმხედველობების განვითარება განპირობებულია სამყაროს სურათის მდგრადობის მოთხოვნილებით. ბლეზ პასკალის აზრით, "ახლა კი დაე, ადამიანი კვლავ მიუბრუნდეს საკუთარ თავს და შეადაროს თავისი არსება ყოველივე არსებულს. დაე, შეიცნოს, რარიგ დაკარგულია და მივიწყებული სამყაროს ამ მიყრუებულ კუთხეში. ადამიანი მოქცეულია ორ - არარაობისა და უსასრულობის უფსკრულს შორის და მაინც სვამს კითხვას - რა არის ადამიანი? - არარაობა უსასრულობასთან შედარებით და ყველაფერი არარაობასთან შედარებით. ანუ რაღაც საშუალო ყველაფერსა და არაფერს შორის. მას არ შეუძლია არცერთი უკიდურესობის შეცნობა, საგანთა დასაბამი და დასასრული მისთვის სამუდამოდ დაფარულია იდუმალების განუჭვრეტელი უკუნით. ის ერთნაირად უმწეოა შეიცნოს, როგორც არარაობა, რომლისგანაც იშვა, ისე უსასრულობა, რომელშიც არის დანთქმული. ადამიანი ეძებს მყარ საყრდენს, რომელსაც იგი მიენდობა, მაგრამ ვერ პოულობს, რამეთუ ირგვლივ არაფერია ურყევი. ასეთია ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა და მაინც სრულიად არაბუნებრივად ეჩვენება ის ჩვენს გრძნობებს. ჩვენ ხარბად მიველტვით მკვიდრ სამყოფელს, გვსურს ფეხქვეშ ვგრძნობდეთ მყარ ნიადაგს, რათა ცათაზიდული გოდოლი აღვმართოდ ზედ, მაგრამ საძირკველი ირღვევა.
მე არ ვიცი, რაა სამყარო, არ ვიცი, რაა ჩემი სხეული, ჩემი გრძნობა, ჩემი სული და ჩემი არსების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რასაც ვამბობ, რომელიც ცდილობს აზრით მიწვდეს და შეიცნოს ყველაფერი, შეიცნოს თავისი თავიც, მაგრამ უკეთ როდი იცნობს საკუთარ თავს, ვიდრე სხვა დანარჩენს. მე ვხედავ სამყაროს საშინელ სივრცეს, რომელშიც ვარ ჩაკეტილი. მე ვგრძნობ, რომ მიჯაჭვული ვარ ამ უვრცესი სამყაროს მხოლოდ ერთ კუნჭულს, მაგრამ არ ვიცი, რად მხვდა წილად ეს კუთხე და არა რომელიმე სხვა ადგილი, ან რად მებოძა სასიცოცხლოდ ერთი მსწრაფლ წარმავალი წამი მარადისობის სწორედ ამ და არა რომელიმე სხვა წერტილში. მარადისობისა, რომელიც წინ უსწრებს ჩემს დასაბამს და რომელიც მოსდევს ჩემს დასასრულს.
მე ვერაფერს ვხედავ ჩემს ირგვლივ უსასრულობის გარდა, რომელშიც ატომივით ვარ ჩაკარგული. ჩემი სიცოცხლე მხოლოდ ჩრდილია, რომელიც მხოლოდ წამით ევლინება უსასრულობას, რათა ამ წამის წახდომისთანავე უკვალოდ გაქრეს. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მალე მოვკვდები, მაგრამ ყველაზე ნაკლებ ვიცნობ სწორედ ამ სიკვდილს, რომელსაც ვერ გავექცევი და ვერ ავიცილებ "!
მითოლოგიას, რელიგიას, ფილოსოფიას აქვს პრეტენზია იყოს მდგრადი, გავლენიანი, იყოს საყოველთაოდ აღიარებული, მაგრამ იცვლება დრო, იცვლება ადამიანის მსოფლგაგებაც. მარტინ ჰაიდეგერის (ერთი ათასი რვაას ოთხმოცი-ცხრა -1976 წწ.) აზრით, შეუძლებელია მუდამ ერთი და იმავე იდეალის მიმართულებით მოძრაობა. მაგალითად იყო პერიოდი, როცა ევროპული საზოგადოების ცხოვრებაში წინა პლანზე წამოვიდა ცოდნის იდეალი, მაგრამ მუდამ ასე არ იყო და არც მუდამ ასე იქნება. იყო პერიოდი, როცა განსაკუთრებით მწვავედ დადგა ეკონომიკური პრობლემა და მისმა გადაჭრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა მოიპოვა. იყო ისეთი პერიოდიც, როცა სექსუალურმა ლტოლვამ ცივილიზებული ადამიანის ცხოვრების წარმართველ ფაქტორთა შორის ლამის ყველაზე მეტი ძალით იჩინა თავი. ახლა, ფიქრობს ჰაიდეგერი, ცივილიზებული კაცობრიობის ცხოვრებაში ყველაზე მეტ როლს ფრიდრიხ ნიცშეს მიერ ნაწინასწარმეტყველები ძალაუფლების იდეალი თამაშობს. კაცობრიობა ამ იდეალის მეოხებით დღეს კატასტროფის წინაშე დგას და თუ კი საბოლოო დაღუპვა არ უწერია, მომავალში უთუოდ დააღწევს მას თავს. ნათქვამიდან გამომდინარე, ადამიანი შეძლებისდაგვარად სრული სახით ყოფნას მიესწრაფვის. ამისათვის კი ყოფნის სისტემის გაგებას ცდილობს, სწორედ ამიტომაც იქცა ადამიანისათვის აუცილებლობად ფილოსოფიური აზროვნება, რომელიც არსებითად განსხვავდება მეცნიერული, მითოლოგიური, რელიგიური აზროვნებისაგან.
"ფილოსოფია" - ია ბერიძე, გურამ თავართქილაძე, თამარ ფანცულაია
თავართქილაძის ეკონომიკურ ურთიერთობათა და სამართლის უნივერსიტეტი
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი. 2009
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ბეჭდური არქივი
http://burusi.wordpress.com/2010/05/31/temo-japharidze/
რა არის ფილოსოფია?
ადამიანები განსხვავდებიან ინტერესებით
უამრავ ადამიანს აქვს ჰობი. ზოგი ძველ მონეტებს ან უცხოურ მარკებს აგროვებს, ზოგი ქარგავს, ზოგიც მთელ თავისუფალ დროს თავის საყვარელ სპორტს უთმობს. ბევრს კითხვა უყვარს, თუმცა ადამიანების გემოვნება ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგი მხოლოდ გაზეთებსა და კომიქსებს ეტანება, ზოგს რომანები იზიდავს, სხვები კი ასტრონომიის, ველური ბუნების ან ტექნიკის შესახებ დაწერილ წიგნებს ამჯობინებენ.
ნუთუ არსებობს ისეთი რამ, რაც ყველას აინტერესებს და ყველას ეხება, მიუხედავად იმისა, ვინ არის და დედამიწის რომელ კუთხეში ცხოვრობს? არის საკითხები, რომლებიც ყველას აინტერესებს.
რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი? ეს რომ დამშეული ადამიანისთვის გვეკითხა, საჭმელიო, გვიპასუხებდა. სიცივსგან მომაკვდავი ადამიანის პასუხი იქნებოდა “სითბო”.
მაგრამ თუ პირველადი საჭიროებები დაკმაყოფილებულია, ნუთუ კიდევ რჩება რაღაც ისეთი, რაც ყველას სჭირდება? ფილოსოფოსებს სჯერათ, რომ ადამიანი მარტო პურიტ ვერ დაკმაყოფილდება. რასაკვირველია, საკვები ყველასთვის აუცილებელია, ისევე, როგორც სიყვარული და მზრუნველობა. მაგრამ არის კიდევ რაღაც, რაც ასვე სჭირდება ყველას: გაგება იმისა, თუ ვინ ვართ და რატომ ვარსებობთ.
ფილოსოფიის რაობას ყველაზე უკეთ რამდენიმე ფილოსოფიური კითხვის დასმა გაგვაგებინებს: როგორ შეიქმნა სამყარო? დგას თუ არა რაიმე ნება ან საზრისი ყოველივე არსებულის მიღმა? არის თუ არა ცხოვრება სიკვდილის შემდეგ? როგორ ვუპასუხოთ ამ კითხვებს? და, რაც მთავარია, როგორ ვიცხოვროთ? ამ კითხვებს ადამიანები საუკუნეთა მანძილზე სვამდნენ. არ არსებობს ისეთი ადამიანური კულტურა, რომელიც არ დაინტერესებულა იმით, თუ ვინ არის ადამიანი და როგორ წარმოიშვა ქვეყნიერება.
არსებითად, ფილოსოფიური კითხვები არც ისე ბევრია. ჩვენ უკვე დავსვით რამდენიმე უმთავრესი კითხვა. ისტორია ამ კითხვებს სხვადასხვანაირად პასუხობს. ასე რომ, ფილოსოფიური კითხვის დასმა უფრო ადვილია, ვიდრე მასზე პასუხის გაცემა.დღესაც ამ კითხვებს ყოველმა ადამიანმა თავად უნდა გასცეს პასუხი.
ფილოსოფოსთა მიერ ჭეშმარიტების ძიება დეტექტივს ჰგავს. ზოგი ფიქრობს, მკვლელი პეტრეაო, ზოგის აზრით კი – პავლე ან ივანეო. ზოგჯერ პოლიცია ახერხებს მომხდარი დანაშაულის გახსნას, ზოგჯერ – ვერა, მიუხედავად იმისა, რომ ამოხსა სადღაც არსებობს. ასე რომ, რა ძნელიც უნდა იყოს პასუხის გაცემა, უნდა არსებობდეს ერთადერთი სწორი პასუხი ამ კითხვებზე.
ორი ათასი წლის წინ მცხოვრებ ერთ ბერძენ ფილოსოფოსს შჯეროდა, რომ ფილოსოფია ადამიანის გაოცების უნარმა წარმოშვა. მისი აზრით ფილოსოფიური კითხვები ადამიანებს თავისთავად ებადებოდათ, რაკიღა საკუთარი არსებობა გასაოცრად მიაჩნდათ.
მრავალი ადამიანი ისევე უნდობლად უყურებს სამყაროს, როგორც ცილინდრიდან კურდღლის ამომყვან ილუზიონისტს, ერთი წამის წინ ცარიელი ცილინდრი რომ დაგვანახა. რასაკვირველია, ვიცით, რომ ილუზიონისტმა გაგვაცურა. ჩვენ მხოლოდ იმის გაგება გვსურს, თუ როგორ მოახერხა ეს. მაგრამ როდესაც მთელ სამყაროს ეხება საქმე, ჩვენ ვიცით, რომ ის მარჯვე ჯონგლიორებისა და მოტყუების შედეგი არ არის, რადგან ჩვენ მასში ვცხოვრობთ, მისი ნაწილი ვართ. ერთადერთი სხვაობა ჩვენსა და კურდღელს შორის ის გახლავთ, რომ მას არ ესმის, რას უშვრებიან. ჩვენ კი ვგრძნობთ, რომ რაღაც იდუმალის ნაწილი ვართ და გვსურს გავიგოთ, რა არის ეს საიდუმლო.
ფილოსოფიური პრობლემები იყოფა: ზოგს მცენარეების, ცხოველებისა და საერთოდ სამყაროს შექმნა აინტერესებს, ზოგსაც – არსებობს თუ არა ღმერთი ან უკვდავია თუ არა ადამიანის სული. არცერთი ფილოსოფოსი არ შესჭიდებია მთლიანად ფილოსოფიას, როგორც ასეთს.
ბევრისთვისაც ფილოსოფია ფუჭად დროის ხარჯვაა, რადგან ამ კითხვებზე პასუხი ალბათ მანამდე არ გაიცემა, სანამ კაცობრიობა იარსებებს. ჩვენ ფილოსოფიას ვერ ვისწავლით, შეგვიძლია ვისწავლოთ ფილოსოფიურად აზროვნება.
საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილოსოფია არის საგანი, რომელიც შეისწავლის ჭეშმარიტება http://ucnauri.com/36114/
No comments:
Post a Comment