,, კომპლექსები ანუ მე მედ ყოფნა არ მინდას'' თეორია.
ფსიქოლოგ ალფრედ ადლერის სჯეროდა, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოყალიბდა ადრეულ ბავშვობაში, როდესაც ბავშვი იწყებს გააცნობიეროს, რომ მისი შესაძლებლობები არ არის განუსაზღვრელი, და ყველა სურვილი ახდენა შეუძლებელია.
მართლაც ყველაფერი ბავშვობიდან იწყება , ბავშვის ფსიქიკა სათუთია ამიტომ საჭიროებს ფაქიზ მობყრობას. სწორი აღზრდა კი საწინდარია ნორმალური პიროვნების ჩამოყალიბებისა. ბავშვს თუ იმაზე მეტს მოსთხოვ რაც მის ასაკს არ შეეფერება ,ბავშვს დააკომპლექსებ .გაუჩნება შეგრძნება იმისა რომ მან რაღაც ვერ გააკეთა ,რადგან ის სულელია ან სხვები მასზე უფრო ჭკვიანები არიან. ამიტომ თითოეული არასწორი ნაბიჯი ბავშვთან ურთერთობაში არღვევს ბავშვის ფსიქიკას და უყალიბებს ეგრედწოდებულ კომპლექსს . ამის შემდეგ ბავშვი უკვე იკეტება და ქმნის თავის სამყაროს, რომლიდანაც არც თვითონ გამოდის და არც სხვა ადამიანებს უშვებს .
თუ ადამიანს ეტყვი, რომ მას რაღაც არ გამოსდის ან უშნოდ გამოიყურება ,ის ამაზე ჩაიციკლება და იფიქრებს, რომ ის ყველაზე უბედური ადამიანია ,რომელსაც უამრავი ნაკლი აქვს.საზოგადოება კვალს ტოვებს პიროვნების ჩამოყალიბებაზე .
კომპლექსიანი ადამიანები ცდილობენ ჩარჩოში მოაქციონ ცხოვრება და დაემსგავსონ სხვა დამიანებს, ჩაიცვან მუქი ფერის სამოსი რათა არ ჩანდნენ მკვეთრად .საკუთარ ინდივიდუვალუურობას კარგავენ და ექცევიან მასაში, რათა ყურადღება არ მიიქციონ.
კომპლექსები ადამიანებს ხელს უშლიან წარმატების მიღწევაში . მწვავე პერიოდია მოზარდობის ასაკი რადგან თინეიჯერობის ასაკში ხშირია დეპრესია , რომელიც ზოგჯერ გადაულახავი ხდება და ხშირად თვითმკვლელობითაც მთავრდება.
როდესაც იწყებ საკუთარი თავის სხვებზე შედარებას ,მაშინ იწყება ადამიანის პიროვნულობის გაქრობა.
ჩნდება კითხვები :
რატომ არ ვარ ისეთი როგორც ის ?
ანუ რატომ ვარ მე მე და არა ის ,ის ხომ ლამაზია , გამხდარი და წარმატებული.მე მინდა რომ ის ვიყო მაშინ ბედნიერი ვიქნებოდი. ( ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანს აკლია თავდაჯერებულობა ,ის კრიტიკულად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს) ყოვლად დაუშვებელია იყო ბედნიერი როცა შენ შენ არ ხარ .
ვფიქრობ კომპლექსებისგან განთავისუფლება შესაძლებელია თუ რა თქმა უნდა იმუშავებ საკუთარ თავზე .ამისათვის საჭიროა:
საკუთარ თავში უარყოფითი თვისებების პოვნას მოვეშვათ , ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი კარგი თვისება აღმოვაჩინოთ და მათზე უფრო ხშირად ვისაუბროთ .
შევძლოთ შევეგუოთ ჩვენს ნაკლს ,რომლის გამოსწორება არ შეიძლება ,მას იუმორით მივუდგეთ და რომლის გამოსწორებაც შეიძლება ის გამოვასწოროთ .
შეაქეთ საკუთარი თავი , გაამხნევეთ .
დაიწყე შენი სურვილის რეალიზება ,უთხარი საკუთარ თავს რომ შენ ყველაფერს შეძლებ და გააკეთებ.
გაიჩნე ჰობი რომელიც დაგეხმარება გახსნაში
ნუ მოარიდებ თავს საზოგადოებას ,პირიქით ეცადე შეხვიდე მათთან კონტაქტში .







No comments:
Post a Comment