ფილმები
ფილმი ეს არის ახალ , განსხვავებულ ცხოვრებაში მოგზაურობის საშუალება . რომელიც შენთვის ძალიან ნაცნობია, რეალურიცაა და ამავდროულად ფანტაზიის ნაყოფიც. არსებობს უამრავი ჟანრის ფილმი , ზოგიერთი ფილმი სპეციფიკურ მაყურებელს მოითხოვს ,ზოგიერთი ფილმი კი მასაზეა გათვლილი . მე ვფიქრობ, როგორც ყოველი წაკითხული წიგნის მერე ხდები უფრო უკეთესი ,ასევე ყოველი ფილმის შემდეგ შენ უნდა გაიზარდო
~ ~
Inception (2010)
Ratings: 8.8/10
მონაწილეობენ : ლეონარდო დი კაპრიო, ქილიან მერფი, ჯოზეფ გორდონ–ლევითი, მარიონ კოტილარდი, თომ ხარდი, კენ ვატანაბე, ელენ პეიჯი .
ცნობილი ფაქტია რომ კრისტოფერ ნოლანის ფილმები გამოირჩევა ორიგინალურობით.ფილმი აღწერს ადამიანის შესაძლებლობებს,
პატარა ფირმის აღმასრულებელი დირექტორი მართავს კანტორას, რომლის თანამშრომლებს შეუძლიათ შეაღწიონ სხვა ადამიანის გონებაში და დაავიწყონ ის ინფორმაცია, რომელიც არ უნდა იცოდეს, ან პირიქით დაამახსოვროს ის რაც სინამდვილეში არ მომხდარა. ძალიან საინტერესო ფილმია საინტერესო მსახიობებითა და იდეებით. ვისაც უყვარს ფანტასტიკა ,აინტერესებს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია და ასევე აინტერესებს სიზმრის ძალის შესახებ გაიგოს მეტი ,მაშინ აუცილებლად უყურეთ.
Deja Vu (2006) |
Ratings: 7.0/10
მონაწოლეობენ:ადამ გოლდბერგი, ბრიუს გრინვუდი,დენზელ ვაშინგტონი, ველ კილმერი
თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია დეჟა ვუს ეფექტი, როდესაც ჩვენ გვეჩვენება, რომ ჩვენ ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც სინამდვილეში არასოდეს გვინახავს, და უკვე ვყოფილვართ ადგილებში, სადაც სინამდვილეში არ ვყოფილვართ და, შესაძლებელია, ასეთ მომენტებში ვინმეს მოსვლია აზრი, რომ ეს გრძნობები - არაფერია სხვა, როგორც გაფრთხილება, რომლებიც წარსულიდანაა გამოგზავნილი, შესაძლებელია ეს გზავნილი გასაღებიც იყოს მომავლის ამოსაცნობად. ფილმიც დეჟავუს ეფექტზეა დაფუძნებული და ძალიან საინტერესოა .
Shutter Island (2010)
Ratings: 8.0/10 from
მონაწილეობენ: ლეონარდო დი კაპრიო, ბენ ქინგსლი, მარკ რუფალო, პატრიცია კლარქსონი
ფილმი ძალიან საინტერესოა ,დამაფიქრებელი და ამავდროულად ამაღელვებელიც , უამავი ლამაზი სიუჟეტია და ასევე დამაფიქრებელი დიალოგები.ეს არის მარტინ სკორსეზეს ფილმი რომელმაც კრიტიკოსების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. ფილმის აღწერას არ დავიწყებ,რადგან სიტყვებით ვერ აღვწერ, უბრალოდ უნდა უყუროთ.
One Flew Over the Cuckoo's Nest
Ratings: 8.8/10
მონაწილეობენ:ჯეკ ნიკოლსონი, სქეითმენ კროზერსი, ლუიზ ფლეთჩერი, უილიამ რედფილდი
მილოშ ფორმანის უძლიერესი ფილმი ,რომელიც 1975 წელს გამოვიდა .
რას იტყვით დასვენებაზე სახელმწიფოს ხარჯზე პატარა ფსიქიატრიულ კლინიკაში? ზუსტად ეს გააკეთა მოუსვენარმა და დამოუკიდებელმა მაკმერფიმ, რომლის ძარღვებშიც - ცეცხლი ანთია, ენა კი ბასრი დანასავითაა: თავი შეურაცხად ავადმყოფად მოაჩვენა და "გიჟებთან" დასახლდა. მისი გადამდები დამოუკედბლობის გრძნობა ეგრევა იწყებს საავადმყოფოს ბნელი ყოველდღიურობის მოწამვლას. თუ ტელევიზორში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს აჩვენებენ , ის არ დაუშვებს, რომ დამაწყნარებელი წამალით გაჭყეპილი პაციენტები ირგვლივ დაეხეტებოდნენ. ეს - ომია! ერთ მხარეზე - მაკმერფია. მეორეზე - მედდა რეტჩედი, მას მშვიდი ხმა აქვს, ის - ერთერთი ყველაზე ცივსისხლიანი და დაუნდობელი ბოროტმოქმედია კინოს ისტორიიდან. ფსონზე ყოველი პაციენტის ბედი დევს.
ჯეკ ნიკოლსონის შესრულება აღტაცებულს დატოვებს მაყურებელს.
Hannibal
Ratings: 6.6/10
The Basketball Diaries(1995)
Ratings: 7.1/10
Candy(2006)
Ratings: 7.2/10
მონაწილეობენ:ჰიტ ლეჯერი, ები კორნიში, ჯეფრი რაში, გარი მაქდონალდი, თომ ბიუჯი
The God Father
მონაწილეობენ:მარლონ ბრანდო , რობერტ დიუვალი , ალ პაჩინო , ჯეიმს კაანი, რიჩარდ ს. კასტელანო, სტერლინგ ხეიდენი
A Beautiful Mind
მონაწილეობენ:რასელ ქროუ, ედ ჰარისი, ჯენიფერ ქონელი,კრისტოფერ პლამერი, პოლ ბეტანი, ადამ გოლდბერგი, ჯოშ ლუკასი, ენტონი რეპი, ჯეისონ გრეი–სტენფორდი, ჯუდ ჰირში
Rain Man
მონაწილეობენ:ტომ კრუზი, ვალერია გოლინო, დასტინ ჰოფმანი, ბონი ჰანთი
Extremely Loud and Incredibly Close
მონაწილეობენ:ტომ ჰენქსი, ჯეიმს განდოლფინი, სანდრა ბალოკი, ჯონ გედმენი, მაქს ფონ სიუდოვი, ვიოლა დევისი .
No comments:
Post a Comment