Monday, November 26, 2012


    სასარგებლო რჩევები მამაკაცებს ..


   
   არსებობს ასეთი ფრაზა: ,,ჩვენ გვიყვარს ის ვისაც ჩვენ არ ვუყვარვართ და ვერ ვიტანთ მათ ვისაც ჩვენ ვუყვარვართ’’ ეს მართლაც ასეა .ცხოვრება  უცნაურია და უცნაური ფსიქიკის მქონენი ვართ ადამიანებიც.ჩვენ გვიზიდავს ის რაც ჩვენთვის ხელმიუწვდომელია რათა გვაქვს სურვილი გადავლახოთ დაბრკოლებები და მივიღოთ ის რაც არ გვაქვს ან არ გვეკუთვნის . ის რაც უკვე ჩვენია ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას , ცოტა არ იყოს  საშინლად ხვდება ყურსა და გულსაც ეს ფრაზები ჩვენ ხომ ადამიანებზე ვსაუბრობთ .. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს მართაც სიმართლეა  . ამიტომ არსებობს რაღაც ხერხები რითაც შეიძლება ქალს მოაწონო თავი ,უმეტესწილად ეს გამართლებულიც არის ,მაგრამ სიყვარული მოულოდნელობებით არის სავსე და შეიძლება ეს ყველა ,,ხერხი’’ სრულიად უსარგებლოც კი გამოდგეს.
   

  როგორ მოვაწონოთ გოგონას თავი?
  •     პირველივე შეხვედრაზე არ უნდა გამოიჩინო გადამეტებული ყურადღება უნდა მოექცე ჩვეულებრივად თითქოს არაფერი ხდება და არც კი მოგწონს. ეს გოგოს გააღიზიანებს და ის დაიწყებს ფიქრს თქვენზე.
  •  ნუ აჩვენებთ რომ გერიდებათ მასთან მისვლა ,მეგობრებს ნუ ჩარევთ თქვენს ურთიერთობაში, შეეცადეთ თქვენით მოახერხოთ მასთან მისვლა და გამოლაპარაკება.
  •     ნუ დაიწყებ სხვებზე ყურებას როცა მასთან ხარ . აჩვენე რომ მისით ხარ    დაინტერესებული  ,მაგრამ ნუ აგრძნობინებ რომ მასზე ხარ დამოკიდებული და მის გარეშე არ შეგიძლია .
  •     ნუ აგრძნობინებ იმას ,  რომ შენ შეგიძლია ყველაფერი გააკეთო მისთვის ,ყველა მისი სურვილი აასრულო და ყველაფერზე ნუ დაეთანხმები.
  •     ნუ აგრძნობინებ გოგონას რომ შეუძლია შენზე იმოქმედოს .ეს მისცემს მას გამოცოცხლების საშულაებას ქალებს უყვართ როცა ყველას და ყველაფერს აკონტროლებენ ამიტომ მეტი ინტერესი ექნებათ თქვენი გაცნობის.
  •   აჩვენეთ რომ თქვენ ხართ თამამი და არა მორცხვი, როდესაც ვერ პოულობთ სალაპარაკო თემას ეცადეთ მას კომპლიმენტი გაუკეთოთ ან უთხრათ რომ მასთან ერთად სიჩუმეში ყოფნა ძალიან მოგწონთ და ასე უფრო მეტს ფიქრობთ მასზე.  
  •    იყავით ამაყი ,ცოტა უხეშიც მაგრამ ამავდროულად თბილიც  თქვენს გვერდით მყოფმა გოგომ უნდა იცოდეს, რომ მას ჰყავს გვერდით ადამიანი ,რომელიც დაიცავს და ყოველთვის მის გვერდით იქნება.
  •   დაიმახსოვრეთ  გოგოებს არ უყვართ გადამეტებული ყურადღება ,მაგრამ ვერ იტანენ უყურადღებობასაც  .ამიტომ ეცადეთ მისი საყვარელი სიმღერა ან ფილმი დაიმახსოვროთ. მას გაუხარდება თუ წვრილმანებს დააკვირდებით და ეტყვით შემდგომ.
  •   ნუ იქნებით მხდალნი ეცადეთ დაამტკიცოთ რომ სულით ძლიერი ადამიანი ხართ და არა მშიშარა.ნუ შეაცოდებთ თავს ,რადგან მას მხოლოდ სიბრალულის გრძნობა გაუჩნდება და არ შემოგხედავთ როგორც საყვარელ ადამიანს .
  • ხშირად შეხედე თვალებში შემდგომ კი უცებ მოარიდე მზერა 
  • გააკეთე სისულელებიც და აჩვენე რომ გაქვს იუმორის გრძნობაც 
  • აგრძნობინე რომ გჭირდება მისი თანადგომა 
  • აჩვენე რომ მიუხედავად იმისა რომ გვერდით უამრავი გოგოა აგძრნობინე რომ ის ეთადერთია , ის სხვებს არ ჰგავს. 
  • აჩუქე თუნდაც უბრალოდ მაგრამ ორიგინალური რაიმე.  
  • როცა ნაახავ თან წაუღე 1 ცალი გვირილა ან სხვა რაიმე ყვავილი ,ამით ფულსაც დაზოგავ(თუ არა გაქვს) და ამასთანავე ორიგინალურიც იქნება.
  •     გააკეთე ისე რომ გოგონას კიდე მოუნდეს შენთან შეხვედრა . 


 ყველა ზემოთ თქმული უსარგებლოდ შეიძლება მოგეჩვენოთ მაგრამ არსებობს ფსიქოლოგიურად დამტკიცებული ფაქტებიც ,თუმცა ხომ იცით ქალი ეს ისეთი არსებაა რომელსაც თვითონ არ ესმის საკუთარი აზრების ამიტომ  ეცადეათ მაინც იყოთ ის ვინც ხართ , თუ მის დაინტერესბას აპირებთ თქვენით მაშინ თამაშს ნუ აყვებით და როლში ისე ნუ შეხვალთ რომ საკუთარი მე დაკარგოთ .რადგან ოდესმე ფარდები დაიხურება და თქვენ სცენაზე აღარ აგიშვებენ რადგან ნიღაბს დაკარგავთ .ეცადეთ იყოთ ბუნებრივები და ორიგინალურებიც .


No comments:

Post a Comment