Monday, January 21, 2013

თომას ჰობსის ფილოსოფია


თომას ჰობსის ფილოსოფია
  
·   მარიამ ვასაძე
·   რეფერატი:,,ბუნებითი მდგომარეობა და სახელმწიფო’’


რა არის პოლიტიკა და სახელმწიფოს ცნება?        საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს რომ სახელმიფო პოლიტიკა არის ხელოვნების დონეზე აყვანილი მართვის სისტემა,  როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ხოლო საზოგადოების დანარჩენი ნაწილი ფიქრობს , რომ პოლიტიკა არ არის სუფთა და პოლიტიკის ცნებაც  ცუდ ასოციაციებს  იწვევს მათში. მიუხედავად ამ მოსაზრებებისა ყველანი  მაინც იმ აზრამდე მივდივართ რომ აუცილებლია სახელმწიფოს არსებობა და ასევე პოლიტიკაც ,რომელიც ჩვენთვის ერთგვარად თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის გარანტია.  

  ადამიანის ბუნება,თავისუფლება და თანასწორობა, პოლიტიკის ფილოსოფია, სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეა , - ეს ის საკვანძო ,ძირითადი საკითხებია, რომელზედაც ფუნდამენტურად მსჯელობდა  XVII საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსი თომას ჰობსი . ის სულ სხვანაირი კუთხით მიუდგა სახელმწიფოს მართვის საკითხს.თავისი შეხედულებები ინდივიდსა და სახელმწიფზე,თანასწორობაზე და თავისუფლებაზე და სხვა მრავალ თემაზე ჩამოაყალიბა წიგნში ,,ლევიათანი’’. ეს არის წიგნი, რომელიც წარმოადგენს დასავლური პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს,მის პოლიტიკურ შრომებში წარმოდგენილია თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დებულება, რომელიც შემდგომში განმსაზღვრელი იქნა ლიბერალიზმისათვის თუმცა ბოლოს ჰობსი ლოგიკურად მაინც დიქტატურას ამართლებს.

  ჰობსისათვის მთავარი მიზეზი რათა დაეწერა ეს წიგნი გახდა პოლიტიკური მდგომარეობა ინგლისში, ამ პერიოდში ინგლისში სუფევდა ქაოსი,მიმდინარეობდა სამოქალაქო ომები ,რელიგიის ,ეკონომიკისა დაპოლიტიკური შეხედულებიების გამო. ქვეყანაში სუფევდა უთანასწორობა .სწორედ ამიტომ ჰობსმა დაიწყო პოლიტიკური იდეოლოგიის ჩამოყალიბება რომელიც დაამყარებდა წესრიგს სახელმწიფოში.
   ჰობსის შეხედულებები ძალიან განსხვავდებოდა ანტიკური მოაზროვნეების შეხედულებებისაგან.ფილოსოფოსები ცდილობდნენ გაერკვიათ როგორ შეიძლება სახელმწიფოს მმართველობა გამხდარიყო უფრო სამართლიანი.რაც შეეხება ჰობს ის სანამ კონსენსუსამდე მივა ცდილობს საკითხი განსხვავებული კუთხით განიხილოს და სვამს შეკითხვას :  რისთვისაა საერთოდ სახელმწიფო საჭირო?  იმისათვის რომ მას გაიგო პოლიტიკური ცხოვრების ფუნდამენტური არსი მან შემოიტანა მნიშვნელოვანი ცნება : ,,ბუნებითი მდგომარეობა’’ .   

  რა  არის ბუნებითი მდგომარეობა? - ეს სწორედ ის მდგომარეობაა როცა სახელმწიფო ჯერ კიდევ არ არსებობს,ანუ არ არსებობს ძალაუფლება , რომელიც ყველა ადამიანს დაიმორჩილებს და უხელმძღვანელებს.ამ დროს ადამიანი არსებობს ბუნებაში.ის იქცევა საკუთარი ბუნების შესაბამისად .მას არ აქვს არანაირი მოვალეობა ვინმეს წინაშე.ბუნებით მდგომარეობაში არ არსებობს კანონი,მორალი. ყველა თავისუფალი და თანასწორია . platonma sakmaod didi adgili dauTmo imis mtkicebas, rom adamianebi bunebiT araTanasworni arian. Hobsi bunebrivi mdgomareobis aRwerisas საპირისპირო დებულებიდან ამოდის და ამბობს რომ ყველა ადამიანი ბუნებით მდგომარეობაში თანასწორია . ბუნებით მდგომარეობაში  ყველა ადამიანი საკუთარი თავის გადარჩენისთვის იბრძვის. ჰობსი  ამართლებს ერთი ადამიანის მიერ მეორის მოკვლას, რათა სიცოცხლე შეინარჩუნოს და ამტკიცებს რომ ბუნებით მდგომარეობაში ადამიანი ადამიანისათვის მგელია, ანუ ყველა ყველას წინააღმდეგაა, რადგან თვითგადარჩენის ინსტინქტი სხვის თავისუფლებას ან პიროვნებას შეიძლება ვნებდეს და მისთვის  ზიანი მოჰქონდეს .თუ ამ მოსაზრებას ლოკის მოსაზრებას შევადარებთ დავინახავთ რომ ჰობსთან ღვთის მცნება სრულიად უარყოფილია ,ლოკთან კი პირიქით , ლოკი მიიჩნევდა რომ ადამიანს არ აქვს უფლება მეორე ადამიანს მოუსწრაფოს სიცოცხლე რადგან მხოლოდ უფალს აქვს ამის უფლება ,ლოკი სახელმწიფოზე მსჯელობისას რელიგიასაც ეხება ხოლო ჰობსმა რელიგიის გარეშე დაგვანახა სახელმწიფოს ცნება.




   თუ შევადარებთ ჰობსსა და ჟან-ჟაკ რუსოს დავინახავთ რომ ჰობსი ადამიანებს ეგოისტებად მოიხსენიებს და რეალრად უყურებს საკითხს როდესაც განიხილავს,   ჟან-ჟაკ რუსომ კი პირდაპირ გააკრიტიკა ჰობსის მოსაზრება ადამიანის ეგოისტ და მუხთალ ბუნებასთან დაკავშირებით ,რუსო ამბობდა რომ  საზოგადოება არის ყველანაირი პრობლემის მიზეზი,ომის ჩათვლით და არა პიროვნების.პიროვნებას რყვნის საზოგადოება.   ჰობსი ყურადღებას ამახვილებს ასევე ბუნებით უფლებასა და ბუნებით კანონს შორის  და გვიჩვენებს თუ რა განსხვავებაა მათ შორის ,ის ამბობს რომ ბუნებითი უფლება რაიმეს გაკეთების თავისუფლებაა ან რაიმეს არ გაკეთები თავისუფლება ,ხოლო ბუნებითი კანონი ეს არის  დადგენილი წესი,რომელიც ადამიანს ავალდებულებს შესაბამისად მოიქცეს ანუ ეს არის მოვალეობის შესრულება.  მივუბრუნდეთ ბუნებითი მდგომარეობის განხილვას . აღსანიშნავია ,რომ ბუნებრივ პირობებში არავის აქვს ხელშეუხებლობის გარანტი , მუდმივ კონკურენციას ადამიანები მიჰყავს ომამდე . ანუ  როგორც ჰობსი უწოდებს ამ მდგომარეობას ,, ომი ყველასი ყველას  წინააღმდეგ ‘’ .ჰობსი ამბობს რომ ომი არ არის მხოლოდ ბრძოლის მომენტი ,ომი ჰქვია ცხოვრების იმ მომენტსაც როდესაც ცხადია ბრძოლის გზით დაპირეისპირების ნება.სანამ ძალაშია ბუნებითი კანონები  ადამიანებს ყველაფრის უფლება აქვთ და არავინაა დაზღვეული რომ ხვალ სიცოცხლეს არ მოუსწრაფავენ.ანუ საყოველთაო შიშია გაბატონებული.     ბუნებით მდგომარეობაში კონფლიკტის  სამი ძირითადი წყარო არსებობს :  პირველი, ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან და ბაძავენ ერთმანეთს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.ჯიბრის სურვილი მათ მოხვეჭისაკენ უბიძგებს ანუ სიმდიდრისაკენ.  მეორე, ადამიანებს აქვთ ერთმანეთისადმი მუდმივი შიში, რადგან მათი სიცოცხლე მუდვივად საფრთხის ქვეშაა და არავის აქვს უსაფრთხოების გარანტია .ამიტომ ისინი თვითგადარჩენისათვის იბრძვიან.
  მესამე,პატივმოყვარეობა რომელიც უშუალოდ მიმართულია ადამიანის პიროვნებისადმი,როდესაც სხვას შეიძლება თავს დაესხას განსხვავებული აზრის ქონის გამო ანუ პოპულარობის სურვილი განაპირბებს ამ ყველაფერს.     ე.ი ბუნებით მდგომარეობაში სუფევს უნდობლობა და სიკვდილის შიში.ასეთ დროს არავინ გრძნობს თავს დაცულად. ამ ვითარებას  განაპირობებს საერთო ხელისუფლების არარსებობა. სადაც არ არსებობს ხელისუფლება, იქ არ არსებობს არც სამართალი და კანონი  შესაბამისად, ვერც ერთ ქმედებაზე ვერ ვიტყვით სამართლიანია ის თუ უსამართლო. უსაფრთოების გარანტი მხოლოდ ადამიანის ძალა და გამჭრიახობაა ამ შემთხვევაში.ეს იმიტომ რომ კანონი არ არსებობს .ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავს ჰობსი .ეს არის სუვერენული სახელმწიფოს შექმნა.ამ საყოველთაო შიში და უსაფრთხოების შეგრძნება აიძულებთ ადამიანებს გამოვიდნენ ბუნებითი მდგომარეობიდან და ეგრეწოდებულ ,,ომს’’  დააღწიონ თავი ანუ ადამიანებს აერთიანებს ერთი მოთხოვნა იყოს მშვიდობა.ამიტომაც ადამინები სუვერენულ სახელმწიფოს ქმნიან არა გონიერებაზე დაყრდნობით არამედ ინსტინქტებზე. ისინი ფიქრობენ თვითგადარჩენაზე. ისინი დებენ კონტრაქტს და საკუთარ უფლებებსა უქვემდებარებენ და გადასცემენ სუვერენს.რათა სანაცვლოდ დაცულნი იყვნენ, როგორც შიდა კონფლიქტების დროს ასევე  გარე მტრების შემოსევის დროს.ანუ მთავარი  მიზანია საკუთარი თავისთვის სიკეთისა და ბედნიერების მოპოვება და ამ დროსაც ადამიანები მათი ბუნებიდან გამომინარე საკუთარი კეთილდღეობის გამო  იზღუდავენ თავისუფლებას და გადასცემენ სუვერენს.
   როგორც ჰობსი ამბობს : უფლების გადაცემა ეს არის იგივე ხელშეკრულება.სუვერენის არჩევისას ადამიანების აზრი შეიძლება გაიყოს მაგრამ მეტი ხმა ყველა მათგანის ხმად უნდა ჩაითვალის .ანუ ადამიანები საკუთარ ხმას ანუ თავისუფლებას უქვემდებარებენ ერთ ადამიანს, პარტიას და იზღუდავენ თავისფულებას . რადგან მათგან ხელშეუხებლობას ელიან. საზოგადოების აზრის ერთ ადამიანში  გაერთიანებას ჰობსი უწოდებს სახელმწიფოს.  თომას ჰობსი წერს რომ  ხელშეკრულება იდება მხოლოდ ქვეშევრდომებს შორის  ხოლო ჟან-ჟაკ რუსო თვლიდა , რომ ხელშეკრულება იდება ქვეშევრდომებს და სუვერენს შორის . ამ საფუძვლიდან გამომდინარე,ჰობსი პირდაპირ წერს, რომ ამ წესით სახელმწიფოს შემდგენლებს არა აქვთ უფლება უარყონ მიღებული გადაწყვეტილება . ქვეშევრდომები სუვრენისის მიერ მისი მოვალეობის შეუსრულებლობის მომიზეზებით მისი ქვეშევრდოემბისაგან ვერ განთავისუფლდება.როგორც ჩანს ჰობსი მეტ უფლებას სუვრენს აძლევს და მთლიანად უქვემდებარებს ხალხს. სუვერენის ხელისუფლებისაგან ჩამოცილების ერთადერთი ფორმაა მისი საკუთარი ნებით პოსტიდან გადადგომაა და ხალხს არანაირი უფლება არ აქვთ ის ჩამოაშორონ ხელისუფლებას. სუვერენი  ასევე ითავსებს უმაღლესი მოსამართლის ფუნქციასაც, როდესაც სადავო ხდება თავად კანონიც. სუვერენის კომპეტენციაში შედის ომის და მშვიდობის საკითხები. ის არის უმაღლესი მთავარსარდალი.სუვრენი ასევე თვითონ ნიშნავს ადამიანებს თანამდებობებზე და მხოლოდ ამ უფლებებით არ შემოიფარგლება იგი მას აქვს უამრავი სხვა უფლებაც.
    თომას   ჰობსი ამოდის ადამიანთა ბუნების ცნებიდან და ცდილობს ააგოს მთელი ,,საზოგადოებრივი ცხოვრების შენობა ‘’ .ის ამბობს რომ ადამიანები ცხოვრობდნენ მშვიად მდგომარეობაში აუცილებელია აბსოლუტური ძალაუფლება.ჰობსსა და ლოკს შორის განსხვავებაც იმაშია რომ ჰობსთან აბსოლუტური ძალაუფლება მხოლოდ სუვერენის ხელშია,ხოლო ლოკთან ხალხია მთავარი.მიუხედავად იმისა რომ ლოკი ჰობსის იდეებიანდ ამოდის ის აფართოებს მსჯელობის არეალს.      თომას ჰობსი იყო ადამიანი რომელმაც უარყო არისტოტელური ფილოსოფია და აირჩია ახალი გზა ,რომელიც უფრო გამოსადეგი და ხელსაყრელი იყო პოლიტიკურ ცხოვრებაში.

No comments:

Post a Comment