ყველა ადამიანს გვაქვს ოცნება რომლის ახდენის იმედიც ნაწილობრივ გვაქვს მაგრამ რას ვაკეთებთ უმეტესე შემთხვევაში რომ ეს ოცნება ახდეს? არც არაფერს ვუცდით რომ რაღაც ზეციური ძალა აგვისრულებს მას. ბავშვობაში ზოგს სურდა ექიმი გამოსულიყო ,ზოგს მასწავლებელი და ა.შ მაგრამ დღეს ისინი სულ სხვა საქმითა რიან დაკავებულნი და ნეტა რატომ ? რა თქმა უნდა არის შემთხვევები როცა ადამიანებს არ უმართლებს მაგრამ უმეტეს წილად ეს მათი დამსახურებაა რაც გულით გინდა იმისთვის უნდა იბრძოლო უნდა შეცვალო შენი ,,ბედისწერა'' , რაღაც ახლისკენ სწრაფვა უნდა იგრძნობოდეს შენში.
მე ვფიქრობ, რომ ადამიანს გასავლელი აქვს დიდი კიბე , თითოეულ საფეხურზე ასასვლელად მას დიდი ნებისყოფა და ძალისხმევა სჭირდება .ზოგს აქვს ამისი ძალა იაროს წარმატებისკენ , ზოგი პირველივე საფეხურზე ეცემა და გზას ვეღარ განაგრძობს , მას იცით რა უშლის ხელს? ისევ საკუთარი მე. იმიტომ რომ არ ცდილობს , იმიტომ რომ მასში არ ყვავის მონდომების ნაპერწკალი , ზოგს აი იმათ რომ გვგონია რომ განსაკუთრებულია და გაუმართლა შეძლო საფეხურების გავლა ,საკუთარი მე დაიმორჩილა , ამიტომ ვფიქრობ ყოველთვის შეგვიძლია წინ მივიწევდეთ მთავარია მონდომება და რწმენა რომ მიზანამდე მივალთ.

No comments:
Post a Comment