სიყვარული ატრიალებს დედამიწას
,,სიყვარული არის თავად ღმერთი'' ამ სიტყვებს ბიბლიაში ვკითხულობთ. ყველაფერი სიყვარულით არის გაჟღენთილი , ეს გრძნობა რომ არ არსებობდეს წარმოიდგინეთ რა იქნებოდა? -არც არაფერი. სიყვარული მრავალნაირია , მრავალწახნაგოვანი .როცა გიყვარს შენთვის სამყარო იცვლება, იცვლება ყოველდღიურობა და ფერადდება, ეს გრძნობა ყველამ უნდა განიცადოს , მაშინ სამყარო უფრო ფერადოვანი იქნება.
ვიკიპედიაში სიყვარულს ასე განმარტავენ: ,,სიყვარული - ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი ("ღმერთი სიყვარულია") და ყოველი ღვთიური კანონის არსია ("ოქროს წესი"). 

სიყვარული ყველგან და ყველაფერშია , ის ატრიალებს მართლაც დედამიწას. ყოვლის მომცველია .
ვნახოთ რას ფიქრობდნენ ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები სიყვარულზე :
ერიხ ფრომი
ე. ფრომი სიყვარულს ხელოვნებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ადამიანი სიყვარულს, ჯერ თეორიის დაუფლებით, ხოლო შემდეგ პრაქტიკის ათვისებით სწავლობს. ფრომი გამოყოფს სიყვარულის ფორმებს: მეგობრული სიყვარული, რომელიც ყველანაირი სიყვარულის საფუძველია, დედობრივი სიყვარული, სიყვარული უმწეოთა მიმართ, ეროტიკული სიყვარული, საკუთარი თავის სიყვარული, ღმერთის სიყვარული. მისი აზრით დღევანდელ საზოგადოებაში გავრცელებულია პათოლოგიური სიყვარული - ფსევდოსიყვარული. ფსევდოსიყვარულის ორი ფორმა არსებობს: სიყვარული, როგორს ორმხრივი სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება და სიყვარული, როგორც შეთანხმებული ქმედება, რომელიც მარტოობისგან თავის დაღწევის მიზნით არის მოტივირებული.
ზიგმუნდ ფროიდი
ზ. ფროიდი სიყვარულს განიხილავს, როგორც პირობას, რომელშიც დომინანტური როლი მამაკაცს ენიჭება. მამაკაცი სიყვარულისთვის ირჩევს შესაბამის ობიექტს შემდეგი ნიშნების გათვალისწინებით: 1. პირობა, როცა ქალი ვიღაცისგან დაზარალებულია. 2. მეძავის სიყვარული. 3. ლტოლვა ქალისადმი, რომელსაც აქვს მეძავის ნიშნები. 4. შეყვარებულის გადარჩენის ტენდენცია. კაცი არ ტოვებს ქალს, რადგან დარწმუნებულია, რომ ის ქალს სჭირდება. ფროიდი გამოყოფს სიყვარულს, როცა ლიბიდო სხვისკენ არის მიმართული და თავის სიყვარულს, როცა ლიბიდო საკუთარი თავისკენაა მიმართული. მას ფროიდი ნარცისიზმს უწოდებს.
ს. სტენბერგი
ს. სტენბერგი გამოყოფს სიყვარულის სამფაქტორიან მოდელს, რომელიც ვნების (სექსუალური მოტივი და სექსუალური აღძვრა, რომელიც ასოცირებულია გაწყვილებით ურთიერთობასთან), ინტიმურობია (სიახლოვე, რომელსაც გრძნობენ პარტნიორები) და ვალდებულების (კოგნიტური ელემენტი, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილებას, რომ ვინმეს უყვარს ვიღაც და ავალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა) განსხვავებულლი კომბინაციების საფუძველზე სიყვარულის შვიდ ფორმას გამოყოფს: 1. მოწონწბა - მოიცავს მხოლოდ ინტიმურობას. 2. გატაცება - მოიცავს მხოლოდ ვნებას. 3. ცარიელი სიყვარული - მოიცავს მხოლოდ ვალდებულებას. 4. რომანტიული სიყვარული - მოიცავს ვნებას და ინტიმურობას. 5. მეგობრობა სიყვარული - მოიცავს ინტიმურობას და ვალდებულებას. 6. უაზრო სიყვარული - მოიცავს ვნებას და ვალდებულებას. 7. სრულყოფილი სიყვარული - მოიცავს ვნებას, ვალდებულებას და ინტიმურობას.
დ. ლი, კლაიდ და სუზან ჰენტრიკები
დ. ლი და კლაიდ და სუზან ჰენტრიკები სიყვარულის სამ სტილს გამოყოფენ ანტიკური ფილოსოფიისა და ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე: ეროსი (ლტოლვა), ლუდუსი (თამაში) და სტროგე (მეგობრობა). ამ სტილთა კომბინაციები წარმოქმნიან მეორადი სიყვარულის სტილს. სასიყვარულო სტილები განსხვავდებიან მიღებული სიამოვნების ხარისხით.
რაც არ უნდა მოვისმინოთ თუ წავიკითხოთ სიყვარულის შესახებ ამას არსებითად დიდი მნიშვნელობა არ აქვს , მთავარია ეს გრძნობა განიცადო. "რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს" - გერმანული ცხოვრებისეული სიბრძნე . ეს ფრაზა გამახსენდა და მივხვდი რომ სიყვარული ყველა გრძნობაზე უპირატესია.

ქალისა და მამაკაცის სიყვარული ეს არის გრძნობა რომელიც ცხოვრებას გილამაზებს , როცა გიყვარდება გრძნობ რომ თავიდან დაიბადე. ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა, შენ კი მის გარშემო ბრუნავ. ის გათბობს და გეალერსება თავისი სხივებით. შენ სამყაროს ცენტრი გგონია საკუთარი თავი. მასზე ფიქრში გათენდება და გაღამდება , გტკივა ის რაც მას ტკივა, მისით არსებობას იწყებ . გენატრება მაშინაც როცა სულ რაღაც 15 წუთის წინ ნახე . მასზე შეგიძლია გაუთავებლივ ილაპარაკო , ზოგჯერ იმხელა გრძნობები გეძალება რომ ფიქრობ გული ამდენს ვეღარ გაუძლებს, შეიძლება გასკდეს , როცა გიყვარს გინდა იყვირო მთელი მსოფლიოს გასაგონად ამის შესახებ, გინდა ყველამ იცოდეს რომ ბედნიერი ხარ.
ზოგჯერ გებადება კითხვები :,,რატომ მიყვარს?'' რისთვის ? '' მაგრამ ამ კითხვაზე ხშირად პასუხს ვერ პოულობ , მართალიც არის ვერც ვერასოდეს იპოვი ,უბრალოდ გიყვარს და მორჩა. როცა გიყვარს შეუძლებლად არაფერი მიგაჩნია. დაცულად გრძნობ თავს , გგონია რომ ყველაფერს და ყველას მოერევი . სიყვარული არის სტიმული ცხოვრებაში, მართლაც ყველაფერში გეხმარება .ადამიანებს რომელთაც პირადი ცხოვრებაში გაუმრთლათ ისინი კარიერაშიც წარმატებულნი ხდებიან.
. სიყვარულია ის როცა მასზე გაბრაზებული ხარ , არ ელაპარაკები მაგრამ მასზე მაინც ზრუნავ ,იმიტომ რომ ის შენთვის ყველაფერია
სიყვარულია როცა მასთან ერთად შეიძლება გაუთვებლად ისეირნო და არ დაღალო , ილაპარაკო გაუთავებლად , ზოგჯერ კი სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარო და გაჩუმდე , სიჩუმე თავისსას თვითონ იტყვის .. სიყვარულია როცა მასთან ერთად სიჩუმეც გიყვარს და მისი გულისცემის ხმა .
სიყვარულია ისიც როცა მისი სახელის გაგონებაზე შენში პეპლები დაფრინავენ და გაფორიაქევენ ..
სიყვარულისთვის დაღვრილი თითოეული ცრემლი გიყვარს და ის ტკვილიჩ რაც ზოგჯერ კი არადა უმეტესად სიყვარულს ახლავს თან, უსიყვარულოდ დღეები უფერულდება , შეიძლება ყველაფერი გქონდეს მაგრამ ფიქრობდე რომ ყველაფერი გაკლია ,იმიტომ რომ შენს გვერდით არ გამოჩენილა საყვარელი ადამიანი, რომელიც ყველაფერი იქნებოდა შენთვის.სანამ ის შენი მეორე მე გაკლია , შენი ნაწილი ბედნიერი ვერასოდეს იქნები ,როცა იპოვი შენს მეორე ნაწილს და გამთლიანდები შენში სითბილე დაისადგურებს და ცივ და უფერულ დღეებს გაათბობს .გისურვებთ თქვენც მკითხველო რომ ეს გრძნობა განიცადოთ : ))
ნახეთ ვიდეო ^^
9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ.
1
_ უკაცრავად თქვენი სახელი?
_ გოჩა
_ გვარი?
_ ჩიფიკაშვილი
_ რამდენი წლის ხარ გოჩა?
_16 ის
_ შეყვარებული თუ გყავს?
_ შეყვარებული?
_ ხო, რა იყო რატო გეცინება?
_ რავი აბა ...
_ რა ქვია?
_ ვის?
_ შენს შეყვარებულს
_ არ ვიცი
_ როგორ, სახელი არ იცი?
_ არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი, ისიც შორიდან
_ როგორ ფიქრობ რა არის სიყვარული?
_ რავი აბა, მგონი მარადიული მონატრებაა
2
_ მართა პირველი
_ ო, რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!
_ მართლა?
_ ძალიან მომწონს
_ უი, დიდი მადლობა.
_ მართა შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ? ხომ არ გაბრაზდებით?
_ უი. როგორ გეკადრებათ პირიქით მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
_ რახან ასეა გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?
_ არა, მე გათხოვილი ვარ!
3
_ თქვენი სახელი
_ ჩემი?
_ დიახ
_ კოლა, ნიკიფორესაც მეძახიან
_ თქვენ რომელი გირჩევნიათ?
_ მე ნიკო
_ რა გვარი ბრძანდებით?
_ ჩუქურთმიშვილი. ნიკო ჩუქურთმიშვილი
_ ცოლ _ შვილი გყავთ?
_ პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია. წერილს ველოდები. მეორისგან ქალ _ ბიჭნი. უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში. გოგო ჯობია სწავლითა. ბიჭი ყალთაბანდობს. არა უშავს რა კაია ... ბიჭი ეგეთი ჯობია, გამაიჯიკება ყველა საქმეშია. მეც ეგრე არ ვიყავი რო? მესამე ცოლი უშვილო გამომადგა, მაგრამ ვერ გააგდებ და ვერაფერი. ისეთი ძმები ჰყავ კაცის მჭამელები.
_ როგორ გგონიათ რა არის სიყვარული?
_ არ გაგიგონია? შიში შაიქმს სიყვარულსაო. ას პროცენტიანი ეგრეა. რა ვქნა უშვილო გამომადგა მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო კაცის მჭამელები. მიყორს მა რა ვქნა? თავზეით რო ძალა არ არის რას იზამ?
_ შვილების იყვარულზე რას იტყვი?
_ იმათ ენაცვალოთ მამა, აგრე
_ ხომ ნახულობ?
_ არა, ალიმენტ ვუგზავნი
4
_ რომელ კლასში ხარ ლადო?
_ მეოთხეში გადავედი
_ რა ნიშნები გყავს?
_ რავი ...
_ შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო. მართლა?
_ ორებს კი არა ისა ...
_ მაშ, რა ნიშნები გყავს?
_ ხუთები, ოთხები და ალაგალაგ სამები
_ რა გვარი ხარ?
_ წიკლაური
_ შეყვარებული ხომ გყავს?
_ შეყვარებული არა ისა ...
_ მე რომ მითხრეს?
_ არაფერიც
_ შენი კლასელია?
_ ვინა?
_ შენ რომ გიყვარს.
_ არავინაც არ მიყვარს.
_ მე რომ მითხრეს?
_ რა გითხრეს?
_ ლადოს იგ გოგო უყვარს კლასში მის უკან რომ ზისო.
_ უკან კი არა წინ ზის. _ წამოცდა ლადოს და სირცხვილისგან აწიტლებულმა თავი დახარა
5
_ ....................
_ მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე? ეგ ასაკი უკვე გავიარე
_ რა ასაკი?
_ აი, კაცს რომ გონია რომ სიყვარული მართლა არსებობს.
_ თქვენ გინდათ თქვათ რომ ...
_ დიახ, დიახ, ადრეც მეგონა რომ არსებობდა, აგრამ ეს ყველაფერი ბავშობის ილუზია იყო
_ მერე როგორ მიხვდით რომ არ არსებობს?
_ სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა. ის ჯარში წავიდა
_ მერე?
_ თანაკურსელზე გავთხოვდი
_ რატომ? არ გიყვარდათ?
_ ჰმ, რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ.
_ მაინც?
_ გიყვარს? არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ. რა შუაშია აქ სიტყვები? მთავარია ელემენტარული გაგება ხომ?
_ მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?
_ თუნდაც იმაში რომ არ მთხოვდეს ანგარიშებს. სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე. ეს ხომ წვრილმანია არა?>
_ გააჩნია რა შემთხვევაში
_ ხომ გითხარი
_ რა მითხარი?
_ ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთქო
_ შერიგებას არ აპირებ?
_ იმასთან?
_ უკაცრავად
_ კიდევ ერთი კითხვა. ის ბიჭი რომ შეგხვდეთ და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ რა იზამთ?
_ ვისზე ამბობთ?
_ თქვენს თანაკურსელზე. მემგონი უკვე გამოვიდოდა ჯარიდან
_ ააა. გოჩაზე ამბობთ? შემხვდა კიდეც. რომ გაგიგო ქმართან გაშორებული ვიყავი დაიწყო უშენოდ არ შემიძლიაო ასეო, ისეო
_ მერე რა უთხარით?
_ ვიფიქრებ მეთქი. იმდღეს იანვრის 29 რიცხვი იყო. დავთქვით თებერვლის 29 ში შევხვდებობით და მაშინ ვეტყოდი პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი. დდზველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი სხვაგან გადავედით. ყველა ნაცნობი გავაფრთხილე არ ეთქვათ ახალი მისამართი
_ იმიტომ რომ მაინტერესებდა მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მიყვარდა ვერ გავძლებდი და მივიდოდო 29 ში. არ მინდოდა შევხვედროდი მანამდე გაგიგე? ცემ თავს ვამოწმებდი.
_ მერე რა გაარკვიეთ?
_ თებერვალი 29 ით კი არა 28 ით იყო.
_ და ვეღარ შეხვდით?
_ მე 29 შიც მივედი და ერთი მარტსაც
_ არ მოვიდა?
_ ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცით რა მითხრა? მაპატიე 29 თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო
_ და აღარ გჯერათ?
_ არავითარ შემთხვევაში
_ მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?
_ რა თქმა უნდა ურთიერთგაგება რომ იყოს ისეთს.
6
_ ბებოოო
_ რაო, შვილო?
_ სიყვარული რა არის?
_ სიყვარული არა ხარ? მა რა ხარ? ბებო გენაცვალოს
7
_ ჩემი სახელია აპოლონი?
_ გვარი?
_ მღებრიშვილი
_ სად მუშაობთ?
_ იქ
_ სად იქ?
_ ნუ რა საჭიროა?
_ შემთხვევა რომ იყოს სიყვარულის გულისთვის თუ დატმობდით სიცოცხლეს?
- ვინა მე? ქალის გულისათვის კაცო? სიყვარული რაღა არის რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.
8
_ ეხლანდელები ქაა? ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა. გვიყვარსო. აეტუზებიან ერთმანეთსა და პროშნიან. ზედაც არ გიყურებენ. გინდა ყოფილხარ იქა და გინდა არა. გვიყვარსო! მერე ქაა. ახლანდელი ცოლ _ ქმარი რო დადიან მასე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი? თუ მაგათ სწავლა რო აქვთ სხვანაირი სიყვარული იციან? ცემ ქმარს რო დავინახავდი ისე შამაზრიალებდა ტანში როგორც რო რა? მაგრამ რას შევიმჩნევდი. სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხში მრცხვენოდა. ისრე წავიდა სავ მიწაშია, მე იმისთვინა თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.
არა ქაა. მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს. არ მწამს და მომკალ. აჰა ...
9
_ მეცხრე და ბოლო კითხვა თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას რამდენი კაციცაა ამ ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება რადგან ყველა თავისებურად აღიქვამს მას და საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება რადგან ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.
ასე არ არის მკითხველო?
სცადეთ ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:
ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩაწვდება მის ბუნებას და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:
_ "დამიმტკიცეთ რომ არსებობს სიყვარული"
ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს. სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს. იგი თავად მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს.
გოდერძი ჩოხელი


















გამარჯობა, შენ ტირი, რომ შენი ცოლი დატოვა შენ და სხვა კაცის შვილები, შენ აღარ უნდა ტირილი, რადგან მე იმავე მდგომარეობაში ვიყავი, სანამ დრიგბინოვის შესახებ გავიგე, როგორ დაეხმარა ამდენი ადამიანი მათ ურთიერთობაში დღეს თამამად შემიძლია გირჩიოთ დრიბბინოვია ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება. მან არ შემიძლია, მე ასევე მჯერა, რომ მასაც ვერ შეძლებთ. ის სინამდვილეში არის სასწაული. ძალიან ბევრ რამეს ვცდილობდი, რომ ჩემი მეუღლე უკან გამეხედა. დრიბბინოვია ერთადერთი ჯადოსნური მსახიობი იყო, რომელიც მეხმარებოდა, ნამდვილად ეს არის კეთილდღეობის ბეჭედი, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი ყოფილი შეყვარებული მხოლოდ 24 საათის განმავლობაში. დრიგბინოვიამ ჩემი სახელით სასიყვარულო შელოცვა დაწერა და ჩემი მეუღლე მთლიანად შეიცვალა, მან უკეთეს ქალად აქცია და თავი დაშორდა ყველა მის საიდუმლო მოყვარულს. ბედნიერი ვარ, რომ ერთიანი ოჯახი მყავს, დრიგბინოვიას ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ჩემი მეუღლე უკან დაბრუნებულია მთელი სიყვარულით და გულწრფელობით. დაუკავშირდით დრიგბინოვიას ურთიერთობის ან ჯანმრთელობის პრობლემისათვის, მის ელ.ფოსტაზე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე [doctorigbinovia93@gmail.com] ან მის whatsapp კონტაქტზე: +2348144480786
ReplyDelete