Monday, December 23, 2013

 შენ შეგიძლია შეცვალო მსოფლიო ? 

შენ შეგიძლია იყო წარმატებული
შენ შეგიძლია იყო პოპულარულიც
შენ შეგიძლია გააკეთო ის რაც გეგონა რომ არ შეგეძლო 
შენ შეგიძია აღმოფხვრა შენში ცუდი
შენ შეგიძლია გახდე უკეთესი ვიდრე ხარ
შენ შეგიძილია ისწავლო და ასწავლო სხვებს
შენ შეგიძია დაეხმარო ადამიანებს
შენ გაქვს შანსი გახდე ღირსეული ადამიანი 



 ამისთვის :
შენ უნდა იშრომო
შენ უნდა გამოიმუშავო ნებისყოფა
შენ უნდა იყო ამტანი და გამტანიც
შენ უნდა იყო გულისხმიერი და გულუხვი
შენ უნდა იყო სამართლიანი და არა აგრესიული
შენ უნდა იყო მოტივირებული და მიზანსწრაფული
შენ უნდა გიყვარდეს ყველაფერი რასაც აკეთებ 
შენ უნდა ჩადო სიყვარული შენს საქმეში 
შენ უნდა შეცვალო ცნობიერება 
შენ უნდა გახდე ადამიანი და არა არაადამიანი
შენ უნდა გახდე ღირსეული პიროვნება
თუ შენ იქნები : ამტანი და გამტანი , მიზანწრაფული და მოტივირებული, მშრომელი და ორიენტირებული , ჭკვიანი და გულუხვი , ნასწავლი და თან ასწავლი , მოსიყვარულე და მზრუნველი 
დამიჯერე შენ შეცვლი მსოფლიოს შენს ირგვლივ ! 



რატომ უცხოეთი და არა საქართველო 
დღესდღეობით არსებობს სტერეოტიპი რომ ყველაფერი ქართული ცუდია , ვადაგასულია ყველა ცდილობს იპოვოს გზა და წავიდეს ქვეყნიდან . პრობლემა ის კი არ არის რომ უნდათ უცხოეთში წასვლა განათლების მისაღებად ,არამედ პრობლემას ვეჩეხებით მაშინ, როცა მათ დაბრუნება არ უნდათ სამშობლოში . ახალგაზრდობას ჰგონია, რომ უცხოეთში წასვლით მათი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეიცვლება. ეს ხომ ადამიანების გადინებაა ქვეყნიდან , იმ ახალგაზრდობის რომელების საშუალებითაც ქვეყანა უნდა განვითარდეს და წინსვლა ჰპოვოს. 

ადამიანებს იქ გვინდა სადაც ჯერ არ ვყოფილვართ , გვგონია რომ ყველაფერი ცუდი , ამორალური და არასამართლიანი მხოლოდ საქართველოში ხდება . არ მოგვწონს ტრადიციები , შეხედულებები და ტაბუები, რომელსაც გვიყენებენ და თუნდაც თავს გვახვევენ. მაგრამ რეალურად არც ჩვენ ვიცით ქვეყნის ფარგლებს გარეთ რა ხდება , როგორი მდგომარეობაა . უბრალოდ არსებულიდან გაქცევას ვცდილობთ და არა მის შეცვლას . ვფიქრობ , პრობლემა ჩვენშიც არის, რადგან არ ვცდილობთ შევცვალოთ ის ძველი და დავნერგოთ ახალი , ვიყოთ ინოვატორები . ვამბობთ, რომ საქართველო მზად არ არი სიახლეების მისაღებად , საქართველო კი არა ჩვენ თვითონ არ გვაქვს ძალა და მოტივაცია , რომ შევიცვალოთ ჯერ ჩვენი ცნობიერება და მერე სხვების ცნობიერების შეცვლაც დავისახოთ მიზნად. ყველაფერი ადვილად არ ხდება და არც არავინ გვპირდება, რომ ყველაფერი ცხოვრებაში მარტივად აგვეწყობა . 
მაგრამ საკითხის დანახვა სხვა მხრიდანაც შეიძლება , მიზეზი მარტო ჩვენ, ახალგაზრდობა კი არა ვართ , არამედ არის საქართველოში ისეთი სტერეოტიპები, რომლებიც აქ არ გვაძლევენ განვითარების საშუალებას. 
ძირითადი მიზეზი რისთვისაც მიდიან უცხოეთში და შემდგომ აღარ ბრუნდებიან: სტუდენტებს უცხოეთში ძირითადად წასვლა უნდათ სასწავლებლად, იმიტომ რომ მიიღონ მაღალი დონის განათლება , გაიგონ უფრო მეტი მათ სფეროში და რაც მთავარია ეს ცოდნა არ იყოს მხოლოდ თეორიული , არამედ პრაქტიკაშიც გამოყენება შეძლონ .რის საშუალებასაც აძლევს ახლაგაზრდებს უცხოეთის უნივერსიტეტები.
კონტრარგუმენტად შეიძლება მოვიყვანოთ ის ფაქტი , რომ დღესდღეობით საქართველოშიც არის რამდენიმე მაღალი დონის სასწავლებელი , რომელიც სტუდენტს ხელს უწყობს, რომ განვითარდეს . თუმცა სამსახურის დაწყების დროს მაინც პრიორიტეტულად მიიჩნევენ იმ სტუდენტს ვინც უცხოეთში დაასრულა სასწავლებელი . შეიძლება ეს ადამიანი უბრალოდ რიგითი სტუდენტი ყოფილიყო უცხოეთის უნივერსიტეტში, თუმცა ,, საზღვარგარეთ მიღებული განათლება ‘’ ეს მაინც გადამწყვეტია. 
ეს უკვე ბიძგია იმისკენ რომ სტუდენტს უჩნდება სწრაფვა წავიდეს ქვეყნიდან , მიიღოს განათლება მაგრამ თუ დაბრუნდება რას შესთავაზებენ აქ მას შრომის სანაცვლოდ? პრობლემაც სწორედ ეს არის , შრომის დაუფასებლობა . ძირითადი პრობლემა საქართველოში ეს არის . მუშაობ გაუთავებლად , არ გაგაჩნია დასვენების დღეები , მაგრამ სანაცვლოდ შენი ანაზღაურება შეიძლება ამერიკაში მომუშავე დამლაგებლის ანაზღაურებას უდრიდეს .
შემოგთავაზებთ რამდენიმე სტუდენტის ციტატას : ,,საზღვარგარეთ მეტი თავისუფლებაა, მეტი შესაძლებლობა დავიმკვიდრო თავი, იქ უფრო მეტი გართობაა და არა გაუთავებელი ბრძოლა არსებობისათვის ‘’ ; ,,უფრო საინტერესოდ წარმომიდგენია საზღვარგარეთ ცხოვრება, ცხოვრობენ ისე როგორც მათ სურთ და არა როგორც საზოგადოებას ‘’ ; ,, საქართველოს არ უყვარს სიახლეები ‘’ ; ,,შრომას უფრო აფასებენ იქ ვიდრე საქართველოში ‘’. 
როგორც უკვე აღვნიშნე , ახალგაზრდობას მაინც ჰგონია რომ საზღვარგარეთ ყველაფერი ისეთი ფერადოვანია , იქ ყველაფერი მარტივია. მაგრამ ვიცით, რომ მარტივი არაფერია თუ არ იბრძოლე , იშრომე და შექმენი . გვეშინია ტრადიციების , შეხედულებების და საზოგადოების, მაგრამ ამის შეცვლაც შესაძლებელია თუ საკუთარ თავში ძალას ვიპოვით და თვითონ შევიცვლებით , შიშს დავძლევთ და ჩვენც არ ჩავერევით სხვის ცხოვრებაში. 
მაგრამ მოდით ვთქვათ , რომ მატერიალური მხარე მაინც მაინც გადამწყვეტი მიზეზია , რის გამოც ადამიანები გაედინებიან ქვეყნიდან რათა იცხოვრონ , იარსებონ. მაგრამ , ის რომ უცხოეთში ისინი უცებვე მიაღწევენ წარმატებას ესეც აბსურდია , ადამიანები იქაც იბრძვიან სიცოცხლისათვის , მათთვის ორმაგად რთულია სამშობლოს , ახლობლებს მოწყვეტილი , უცხო მხარეში ცხოვრება და მუშაობა , სწავლა. ზრდასრული ადამიანები ტოვებენ ოჯახებს , მიდიან საზღვარგარეთ ,უწევთ მოუარონ სხვებს , იმუშაონ რესტორნებში ან ქარხნებში , რათა საარსებო ფული იშოვონ და სამშობლოში შვილებსა თუ ახლობლებს გამოუგზავნონ. 
ცხოვრება რთული ფენომენია, ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის. ვფიქრობ , ყველაფერი გამოსწორებადია , უნდა აღმოიფხვრას ის ძირითადი პრობლემები რაც ადამიანებს არ აძლევს განვითარების საშუალებას , ადამიანების შრომა უნდა დაფასდეს, რომ ჩვენი ქართველი მამულიშვილები ფესვებს სხვა ქვეყანაში არ იდგამდნენ . იმედია ეს დროც დადგება , რომ ქართველი მიიღებს უმაღლეს განათლებას საქართველოში, წავა უცხოეთში და იქაც შეიძენს ცოდნას , შემდგომ კი დაბრუნდება და მოტივირებული შეეცდება ქვეყნის აღმშენებლობაში თავისი წვლილი შეიტანოს და არ გაუჩნდეს სურვილი, რომ მიატოვოს სამშობლო .
ეს იყო ღამე

ეს იყო ღამე, როცა ჩუმად გააღე კარი.
ქურდივით შემოიპარე სახლში, თუმცა მძიმე სუნთქვა ისმოდა შენი.
სააბაზანოში შეხვედი და წამში გამოხვედი, ალბათ სარკეში არეულ სახელს ალაგებდი.
ჩვენს პატარა სახლში შენ მე არ მეძებდი, მე გამირბოდი…
სამზარეულოში შეხვედი და არც ქვაბში ჩაიხედე…
სიგარეტს წუთებს უთვლიდი ..
კვამლი გაყინულ გრძნობებსაც ვეღარ ერეოდა,
ალბათ გტკიოდა…

იცოდი, რომ არ მეძინა, თითქოს მიხვდი, რომ სათქმელს მიგიხვდი. 
ჩვენ ხომ ვგრძნობდით ერთმანეთს 
ჩვენი საძინებლიდან ბჟუტავდა მკრთალი შუქი… 
ღამე კიდევ უფრო უკუნი გამხდარიყო, ვიდრე მანამდე.
წუთში ვითვლიდი წამებს, გელოდებოდი ან პირიქით გაგირბოდი.
ბოლოს კარი გააღე და შემოხვედი

ეს იყო ღამე, როცა პირველად მოხვედი სახლში და თვალებში არ შემომხედე,
არ მომესალმე და არ მომეხვიე.




ეს იყო ღამე, როცა ყველა გრძნობა გაიყინა წამით …
მერე მოხვედი და თავი დამადე მხარზე …
სუნთქვას ვგრძნობდი მძიმეს და აუტანელ სისასტიკეს 
ეს იყო ღამე, როცა შენ არ იყავი ჩემი და არც მე ვიყავი შენი.
რა უნდა მეთქვა, სიჩუმემ გაანადგურა გრძნობა, სიტყვებს ვერ მოვუყარე თავი …
ავდექი მხოლოდ, არ გკითხე რამე.
ავიღე პალტო, ჩავიცვი ნელა , იქნებ გინდოდა რომ გეთქვა რამე …
დრო არ იცდიდა , ავიღე ჩანთა წუთით შევყოვნდი, ბოლოჯერ შევავლე ოთახს თვალი.

ეს იყო ღამე, როცა სიტყვებს აღარ აქვს აზრი.
ეს იყო ღამე, როცა აბზაცებს შორის დავსვით წერტილი.

გამოვიხურე კარი და გავედი გარეთ.


ეს იყო ღამე, როცა პირველად დარჩი გრძნობებთან მარტო.

Friday, February 8, 2013

ისეთი გრძნობა -რაღაცას რომ კარგავ, მაგრამ იცი რომ მანამდეც უნდა დაგეკარგა. 


 ეს ისეთი გრძნობაა  ნივთი რომ დაძველდება და გადაგდების მეტი არაფერი რომ არ დაგრჩენია ,არადა გენანება ,მაგრამ ნივთი დაძველდა აღარ არის გამოსადეგი მარტო შენი სიყვარული ვერ გაახლებს მას.შენ კიდევ არ აგდებ და ინახავ , მაგრამ ადგილი აღარ გყოფნის ბოლოს კი იძულებული ხარ (განა გინდა? ) გადააგდო. ასეთი გრძნობა მაქვს ეხლა ... ოღონდ მე კიდევ ვინახავ ’’ნივთებს’’ არადა ვიცი რომ არაფერში არ მჭირდება , ჩემს სიყვარულსაც მობეზრდა უყვარდეს... ჰოდა ასე ვკარგავთ ადამიანებსაც .. ისინიც იცვითებიან .. ან თვითონვე გაიძულებენ გვერდით გადადო , თაროზე შემოაწყო და იდოს დაიმტვეროს , მტვრის ფასიც რომ არა აქვთ შენს თვალში რატომ უნდა ინახავდე  ან გიყვარდეს .. მაგრამ სიყვარულია ყველაფერი გაძლებინებს , წყენას გაყლაპინებს და გაიმედებს.. არ ვიცი .. ვწერ ამას  და ცრემლი მომდის .. განა ვინმე ღირსია რომ მისთვის იტირო .. უბრალოდ ის აბზაცია ცხოვრებიდან ადამიანები რომ საშლელით უნდა წაშალო არადა არ გაქვს სურვილი ,მაგრამ საჭიროა . წარსულიდან მომავლამდე აბზაცში წერილიც უნდა დასვა. მერამდენედ უნდა მეტკინოს , მეწყინოს .. არადა ადამიანები ვერ ხვდებიან რამდენ ტკივილს აყენებენ ერთმანეთს .. მე ახლა მტკივა , მაგრამ მე ხომ მე ვარ .. სად წავა გადამივლის ესეც, კიდევ ვაპატიებ  და კიდევ გამიკეთებს იგივეს.. გამიკეთოს რა ვქნა?! მე არ მინდა  მას ვგავდე , მე მე ვიქნები და მე მეყვარება  , მაინც მეგობარია ბავშვობის , მერე რა თუ ახლა ჩემი ნაწილი აღარ არის, ხომ იყო.

Saturday, February 2, 2013

ერთფეროვნების უღელში ამოვყე თავი


 მომბეზრდა ერთ-ფეროვნება , დავიღალე შავ-თეთრი სამყაროთი,
დამღალა ყოველდღიურმა ერთიდაიგივეობამ , დილით იღვიძებ , თავს იწესრიგებ მიდიხარ უნიში, ისევ მოდიხარ , არც იცი რა აკეთო , კომპიუტერს მიუჯდები და დაბოდიალობ უსასრულო სივრცეში, სხვა ყველაფერი გეზარება , ისიც კი რაც ასე მიყვარს  , წიგნს ახლა უფრო იშვიათად ვიღებ ხელში , რატომ? - ოცნებას მაიძულებს ხშირად და მერე რეალობას ვეღარ ვუბრუნდები , ნერვის მოშლის  ნერვიც კი აღარ დამრჩა. ბედნიერი ვარ? - კი , უბედნიერესი , არაფერი მაკლია  მაგრამ ერთფეროვნება მიღებს ბოლოს , ვფიქრობ რითი შევიცვალო დღე , არ ვიცი აზრადაც არ მომდის არაფერი, არადა ვერ ვიტან დროს რომ უქმად ვხარჯავ და წუთებში როგორ იკარგება წამი ამასაც კი ვგრძნობ , მაგრამ ხელის გაქანებაც კი მეზარება /ვხვდები არადა ერთფეროვნება მომბეზრდა მაგრად, ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ , ცისარტყელას მოვპარავ ფერებს იქნებ გავიფერადო ჩემი ფერმკრთალი დღეები .

საწყენია რომ..


საწყენია, რომ ერთფეროვნება მეფობს
საწყენია, რომ ყველაფერი ისე არ ხდება ჩვენ როგორც გვინდა
საწყენია, რომ სიცოცხლეს აკდება წამი
საწყენია, რომ ყველაფერი ზოგჯერ უფერულდება
საწყენია, რომ გარს ცუდი ადამიანები გვახვევია
საწყენია, რომ ის გიყვარს ვინც არ იმსახურებას ამას
საწყენია, რომ ზოგჯერ გულს გიფლითავს სევდა
საწყენია, რომ დღეს ვერ გაარჩევ ვინ არის კაცი და ვინ ქალი
საწყენია, რომ მეგობარი გშორდება უცებ
საწყენია, რომ გამარჯობის თქმაც ეზარებათ
საწყენია, რომ ურთერთობებს ეტყობა ბზარი
საწყენია, რომ ყველას საკუთარი ანაღვლებს თავი
საწყენია, რომ ფარსით გვიხვევენ ხშირად თვალებს
საწყენია, რომ ყველა თამაშობს როლებს
საწყენია, რომ ადვილად ეკარგება ყველაფერს ფასი
საწყენია, რომ უამრავ შეცდომას ვუშვებთ
საწყენია, რომ ვერ გვიპოვია საკუთარი თავი
საწყენია, რომ ყველაფერი გაუფასურდა ლამის
საწყენია, რომ ხშირად ტირიან
საწყენია, რომ სევდა მეტია ვიდრე სიხარული
საწყენია, რომ გულგრილობა არის მოდაში
საწყენია, რომ ტკივილს ვერ გამოხატავ ხალხში
საწყენია, რომ დღეს შენი ბედნიერება ახარებს ცოტას
საწყენია, რომ იმას უმართლებს ვინც არ იმსახურებს
საწყენია, რომ სულელს აფასებენ და ჭკვიანი ჩრდილში დგას
საწყენია, რომ კოკაკოლასაც დღითიდღე ემატება ფასი
საწყენია, რომ ადრე უფრო თბილნი ვიყავით
საწყენია, რომ ეხლა ყველას უყვარხარ როცა სჭირდები
საწყენია, რომ ადამიანები ქრებიან მაშინ როცა მათ თანადგომას საჭიროებ
საწყენია, რომ ეხლა თბილ სიტყვას იშვიათად გაიგებს ყური
საწყენია, რომ გრძნობებზე თამაშობენ ხალხი
საწყენია, რომ ხალხს ხალხი არ ანაღვლებს და ანაღვლებს მხოლოდ საკუთარი თავი
საწყენია, რომ ოჯახში ჩნდება ბზარი
საწყენია, რომ ფულია დღეს ყველაფერში თავი
საწყენია, რომ თვლიან :  სიყვარულს იყიდი ფულით
საწყენია, რომ ჩვენ ასე ვფიქრობთ ახლა
საწყენია, რომ ჭორაობენ შენზე
საწყენია, რომ სიყვარულს უდგენენ საზღვრებს
საწყენია, რომ დღეს უყვართ მაგრამ მაინც არ უბრწყინავთ თვალი.

Thursday, January 24, 2013

სიყვარული


 სიყვარული ატრიალებს დედამიწას


 ,,სიყვარული არის თავად ღმერთი''  ამ სიტყვებს ბიბლიაში ვკითხულობთ. ყველაფერი სიყვარულით არის გაჟღენთილი , ეს გრძნობა რომ არ არსებობდეს წარმოიდგინეთ რა იქნებოდა? -არც არაფერი. სიყვარული მრავალნაირია , მრავალწახნაგოვანი .როცა გიყვარს შენთვის სამყარო იცვლება, იცვლება ყოველდღიურობა და ფერადდება, ეს გრძნობა ყველამ უნდა განიცადოს , მაშინ სამყარო უფრო ფერადოვანი იქნება.  
    
  ვიკიპედიაში სიყვარულს ასე განმარტავენ: ,,სიყვარული - ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი ("ღმერთი სიყვარულია") და ყოველი ღვთიური კანონის არსია ("ოქროს წესი").